აშშ-ში ოლეგ დერიპასკა ეჭვმიტანილია ვლადიმირ პუტინისთვის ფულის გათეთრებაში

აშშ-ში ოლეგ დერიპასკა ეჭვმიტანილია ვლადიმირ პუტინისთვის ფულის გათეთრებაში

access_time2020-02-14 17:45:47

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა ეჭვმიტანილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ფულის გათეთრებაში. Financial Times-ს მოჰყავს უცხოური აქტივების მაკონტროლებელი უწყების მიერ ბიზნესმენის ადვოკატებისადმი გაგზავნილი წერილი.


დერიპასკა რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ი მის ქონებას 3,6 მილიარდ დოლარად აფასებს. 2018 წლის გაზაფხულზე დერიპასკასა და მისი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები იქნა შემოღებული „ამერიკის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ სამოქმედო კანონის“ მიხედვით.


აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ 2016 წელს დერიპასკა „მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ იმ ადამიანად, რომლებიც ფლობენ აქტივებს და ათეთრებენ ფულს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელით“.



უწყების თანახმად, ბიზნესმენმა შეაჩერა ბირჟაზე ჯგუფ „გაზის“ გატანა, რათა დაეფარა ბიზნესში პუტინის ფულის მონაწილეობა. გარდა ამისა, იუწყებიან, რომ 2011 წელს ან უფრო ადრე დერიპასკას საქმიანი აქტიურობა პუტინის პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ფულადი ტრანსფერებისთვის გამოიყენებოდა.


პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ წერილში მოყვანილი ფაქტები ტყუილია. თავად დერიპასკამ განაცხადა, რომ აშშ-ს არავითარი ფაქტები არ წარმოუდგენია და ის მხოლოდ ჭორებით ხელმძღვანელობს.


რადიო „თავისუფლება“ 





ერთი კაცის ქვეყანა

ერთი კაცის ქვეყანა
access_time2020-02-16 20:13:02
რატომ მცირდება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და იზრდება პანამიდან, სადაც რეგისტრირებული კომპანიებით ბიძინა ივანიშვილია ჩართული ტურიზმის ბიზნესში? როგორ ყიდულობს ივანიშვილი მიწებს საქართველოში საუკეთესო, გამწვანებულ ადგილებში და იყენებს თუ არა ხელისუფლებაზე მის გავლენებს იქ მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად? რა აქცევს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქიულ მმართველად და რა პრობლემებს უქმნის ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას? ნახეთ თავისუფლების მონიტორის” ახალი ჟურნალისტური...

საყოველთაო ჯანდაცვის მორალური რისკი

საყოველთაო ჯანდაცვის მორალური რისკი
access_time2020-02-16 20:00:53
გასული წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და მთავრობის 520-ე დადგენილება საკმაოდ აქტუალური საკითხი იყო, რაც, დიდი ალბათობით, მედიის ყურადღების მიღმა არც 2020 წელს დარჩება.     ამის მიზეზი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების განცხადებებია, რითაც ჯანდაცვის სისტემაში და კონკრეტულად საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით რიგი ცვლილებები დაანონსდა. მათი ნაწილის შესრულება დაწყებულია (მაგალითად,...

EastFruit: საქართველო ზრდის ნიგოზის ექსპორტს

EastFruit: საქართველო ზრდის ნიგოზის ექსპორტს
access_time2020-02-16 18:00:39
  საიტ EastFruit-ის ცნობით,  საქართველო, რომელიც წლების მანძილზე იყო ნიგოზის იმპორტიორი,  მკვეთრად ზრდის ამ პროდუქტის ექსპორტს, რომელიც 2019 წელს გაიზარდა 10-ჯერ და შეადგინა 321 ტონა.   ეს არაა დიდი რაოდენობა, და ამ ეტაპზე ნიგოზის იმპორტი კვლავ აღემატება ექსპორტს, თუმცა, თავად ზრდა შთამბეჭდავია. ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა მიაღწია 1,4 მლნ. დოლარს,   იმპორტი 1 წელიწადში შემცირდა 11% და 2019 წელს შეადგინა 1 100 ტონა....

Washington post: ჩინეთი ცდილობს ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღდგენას

Washington post: ჩინეთი ცდილობს ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღდგენას
access_time2020-02-16 15:00:31
  ჩინეთში კორონავირუსისგან 1000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების ფონზე, ოფიციალურმა პეკინმა მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც შეწყვიტეს ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აღადგინონ ჩვეული კავშირები გლობალური ეკონომიკის წინსვლის შენარჩუნების მიზნით.   ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ხაზს უსვამს საფრთხეს, რომელსაც ქმნის უპრეცენდენტო გაურკვევლობა მსოფლიოს მეორე ეკონომიკაში, და ასევე მმართველი კომუნისტური პარტიის შეშფოთებას იმის გამო, რომ ვირუსის ეპიდემია...

Bloomberg-ის ჟურნალისტი: ფულს მხოლოდ ის გამოცემა მიხდის, სადაც ვმუშაობ

Bloomberg-ის ჟურნალისტი: ფულს მხოლოდ ის გამოცემა მიხდის, სადაც ვმუშაობ
access_time2020-02-16 16:00:49
გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ავტორი, ილაი ლეიკი შეერთებულ შტატებში ბიძინა ივანიშვილის მიერ ლობისტების დაქირავებაზე საუბრობს, საქართველოს მთავრობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ლეიკი სტატიაში...


მსგავსი სიახლეები

up