რობოტი მეხანძრე ავტომობილი 1 600 კილოგრამს იწონის და საათში 13 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. ამის შესახებ techcult წერს.
Thermite -ს აქვს ძლიერი ძრავი, რომელიც დიზელის საწვავზე მუშაობს. სავსე ავზი რობოტის მუშაობას 20 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.
წყლის მიმწოდებელი მილის სიგრძე 45 მეტრია, ავტომობილში 9 500 ლიტრი წყალი ეტევა. მეხანძრე რობოტის მართვა დისტანციურადაა შესაძლებელი.
ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ მეხანძრე რობოტ Thermite RS3-ს ცეცხლის ჩამქრობად, დიდი კომერციულ შენობებში გამოიყენებენ, ასევე სამშენებლო მოედნებზე. ასევე რობოტის გამოყენება მიზანშეწონილია ტყის ხანძრების ქრობისთვის და ცხოველების გადასარჩენად.
imedinews.ge