აშშ-ში მალე დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო დამატებითი აცრის კამპანია

აშშ-ში მალე დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო დამატებითი აცრის კამპანია

access_time2021-09-06 16:30:00

ინფექციური დაავადებების დარგში აშშ-ის ხელისუფლების მთავარი ექსპერტი, პროფესორი ენტონი ფაუჩი, აცხადებს, რომ ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები, სავარაუდოდ, მოკლე დროში დაუჭერენ მხარს Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ე.წ. ბუსტერი დოზით მოსახლეობის აცრის დაწყებას.



გავრცელებული ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ მოქალაქეებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის დამატებითი, ე.წ. ბუსტერი დოზა მიიღონ ვაქცინაციის კურსის დასრულებიდან რვა თვეში.



შესაბამისად, „ბუსტერების“ გავრცელების მიზნობრივ ვადად 20 სექტემბერი განისაზღვრა.



ენტონი ფაუჩის თანხმად, Pfizer/BioNTech-ის ბუსტერული ვაქცინის დარიგება სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს დაიწყება, მაშინ როცა კომპანია „მოდერნას“ ბუსტერული ვაქცინების შემოტანას და მარეგულირებელი ორგნოების თანხმობას უფრო მეტი დრო დასჭირდება.




ფაუჩის განცხადებით, ორივე „ბუსტერი“ ითვლება უსაფრთხოდ, მაგრამ აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) და სხვა ოფიციალური პირები სწავლობენ პრეპარატის მონაცემებს, რათა ამაში საბოლოოდ დარწმუნდნენ.



როგორც იუწყებიან, ჯანდაცვის სფეროს მესვეურები დამატებითი დოზის შესახებ დასკვნამდე მივიდნენ კორონავირუსის ახალი, დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, და ასევე იმ მზარდი მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომ ვაქცინათა ეფექტიანობა დროთა განმავლობაში იკლებს.



დელტა ვარიანტი აშშ-ში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას იწვევს. ინფიცირების შემთხვევათა უმრავლესობა აუცრელ მოსახლეობაზე მოდის, თუმცა მათი რიცხვი აცრილებს შორისაც იზრდება.


აშშ-ის გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ასევე ისრაელის მონაცემები, სადაც „ბუსტერის“ ადმინისტრირება ხანდაზმულ მოსახლეობაში ერთი თვის წინ დაიწყეს. ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იყო მოსახლეობის ვაქცინაციის თვალსაზრისით, Pfizer-BioNTech-ის პრეპარატის გამოყენებით. მაგრამ ბოლო კვირებში იქაც იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი, დიდწილად კორონავირუსის დელტა ვარიანტის გამო.



www.radiotavisupleba.ge





თეგები:
აცრა



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...


მსგავსი სიახლეები

up