აშშ-ში კრიპტოვალუტების დაბეგვრის წესი მკაცრდება

აშშ-ში კრიპტოვალუტების დაბეგვრის წესი მკაცრდება

access_time2021-11-21 22:00:27

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ინფრასტრუქტურის ხარჯვის კრიპტოვალუტით ტრანზაქციებისთვის საგადასახადო ანგარიშგების მოთხოვნებს ზრდის. ცვლილებას ეწინააღმდეგება ციფრული ვალუტის ინდუსტრია. მიუხედავად იმისა, რომ სენატორების ორპარტიული ჯგუფი კანონში შესწორების შეტანას ჯერ კიდევ იმედოვნებს, ინდუსტრიას წინ დიდი ბრძოლა ელის.

რა შეიცვალა კანონში?

2023 წლიდან, კრიპტოვალუტის ბროკერებს, როგორიცაა Coinbase, მოეთხოვებათ თვალყური ადევნონ ტრანზაქციებს ისევე, როგორც ამას საფონდო და ობლიგაციების ბროკერები აკეთებენ. მათ უნდა გაამჟღავნონ მომხმარებლების სახელები, მისამართები და ტელეფონის ნომრები, გაყიდვებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი და ნებისმიერი მოგება ან ზარალი. ასევე, ბიზნესებმა, რომლებიც კრიპტოვალუტის სახით $10,000-ს ან მეტს იღებენ, გამომგზავნის ვინაობა მთავრობას უნდა შეატყობინონ.

რას ნიშნავს ეს გადასახადის გადამხდელებისთვის?

პოტენციურად, არც ისე ბევრს. შემოსავლების სამსახური უკვე განიხილავდა ვირტუალურ ვალუტას, როგორც საკუთრებას, ამიტომ მომხმარებლებს მათი გაყიდვისა ან გაცვლისთვის გადასახადები ისევე ეკისრებათ, როგორც აქციების ან ობლიგაციების შემთხვევაში.

რა აზრი აქვს მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნას?


საგადასახადო კომისიის თანახმად, ეს მას უფრო მეტ საგადასახადო შემოსავალს მოუტანს - დაახლოებით $28 მილიარდს მომავალი 10 წლის განმავლობაში. ის ასევე მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის ტრანზაქციების დაბეგვრის შესახებ შფოთის განეიტრალებას, რადგან ასეთი ტრანზაქციები ხშირად IRS-ის კონტროლს მიღმა რჩება.

რა არის საკამათო ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით?

კრიპტო დამცველები ამბობენ, რომ ფორმულირება, რომელიც კრიპტო ბროკერს განსაზღვრავს, ძალიან ფართოა. ის ვრცელდება ნებისმიერ სუბიექტზე, რომელიც თავისი სერვისით ციფრული აქტივების ტრანსფერს უზრუნველყოფს. ეს ფორმულირება, მათი თქმით, შეიძლება ნიშნავდეს, რომ კრიპტო მაინერებს და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს შეიძლება მოეთხოვოთ ინფორმაცია, რომელზე წვდომა არც კი აქვთ. სენატორი სინტია ლუმისის თქმით, ამან შეიძლება ჩაახშოს ინოვაცია.

როგორ გვთავაზობს კონგრესი კანონის შეცვლას?

ლუმისმა და სენატის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ რონ უაიდენმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ავიწროებს ბროკერის განმარტებას. კანონპროექტი აზუსტებს, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დეველოპერებს და კრიპტო საფულის პროგრამებს არ მოუწევთ ტრანზაქციების დაფიქსირება IRS-ში. ტედ კრუზს, რესპუბლიკელ სენატორს, ასევე აქვს კანონპროექტი, რომელიც  ინფრასტრუქტურის კანონიდან კრიპტო განყოფილებას მთლიანად გამორიცხავს.

წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up