გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით 884 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა შორის 6 კვირის ჩვილია. ჯამში კი ამერიკაში ვირუსს უკვე 5 138 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 213 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge