აშშ-ში 70 წლის კაცმა, კორონავირუსისგანგამოჯანმრთელების შემდეგ, კლინიკიდან 1.1 მილიონი დოლარის ოდენობის ანგარიში მიიღო. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, მაიკ ფლორმაჰოსპიტალში 62 დღე გაატარა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ერთ დღეს მან მედდის დახმარებით ოჯახის წევრებს დაურეკა და დაემშვიდობა კიდევაც, თუმცა ექიმებმა მოხუცის გადარჩენა შეძლებს. 181-გვერდიანი ანგარიში პაციენტისთვის გაწეულ მომსახურებას 1 122 501 დოლარად აფასებს. თუმცა, ფლორს ამ თანხის გადახდა არ მოუწევს, რადგან სახელმწიფო დაზღვევა Medicare აქვს, რომელიც მოხუცებისთვის არის გათვლილი.
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, ვირუსს 115 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
Imedinews