აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 274 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 2 კვირის წინ აშშ-ში დღეში კორონავირუსის დაახლოებით 22 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ქვეყანაში დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 40 000-ს სცდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი აშშ-ის 50 შტატიდან 37-ში გაიზარდა.რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, კოვიდ 19-ს აშშ-ში დღემდე 128 706 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რაც გლობალური მაჩვენებლის თითქმის მეოთხედია.
ცნობისთვის, როგორც კოვიდ 19-სგან ინფიცირებულების ასევე დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.
ipn.ge