აშშ-ს ხელისუფლებას ჩინურ კორპორაცია Huawei-ს წინააღმდეგ გამოძიება აქვს დაწყებული - წერს გაზეთი Wall Street Journal.
გამოცემის ცნობით, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ეჭვმიტანილია ამერიკელი საქმიანი პარტნიორების კომერციული ინფორმაციის მიტაცებაში. ასევე საუბარია რობოტიზირებულ მოწყობილობაზე, რომლსაც ფირმა T-Mobile US იყენებს სმარტფონების შესამოწმებლად - სავარაუდოდ, ჩინელებმა მოიპარეს ამ აპარატურის შექნის ტექნოლოგია და ამჟამად საპატენტო ნებართვის გარეშე აწარმოებენ.
Huawei და აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ამ ეტაპზე თავს იკავებენ ყოველგვარი კომენტარებისგან.
გამოძიება ნაწილობრივ დაკავშირებულია Huawei-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ საჩივრებთან. ქალაქ სიეტლში, სასამართლომ Huawei კომპანია T-Mobile US-ის მფლობელობაში მყოფი ტექნოლოგიის მითვისებაში დამნაშავედ სცნო.
2018 წლის დეკემბერში აშშ-ში დააკავეს ჩინეთის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ერთ-ერთი ამერიკული ნავთობკომპანიის კომერციული ინფორმაციის მოპარვა, რის გამოც კომპანიის მიერ მიღებულმა ზარალმა 1 მლრდ. დოლარს გადააჭარბა.
ასევე დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს ამერიკული კომპანიების მიერ ჩინური Huawei-ს და ZTE-ს მიერ წარმოებულ სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის შეძენის აკრძალვას.
ტრამპის თქმით, ეს ნაბიჯი გამოწვეული იმით, რომ ჩინური კომპანიების საქმიანობა შეიცავს დიდ რისკებს აშშ- ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
Reuters იტყობინება, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები ახდენდნენ ზეწოლას სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგ Deutsche Telekom AG-ზე, რომელიც აკონტროლებს ამერიკულ T-Mobile-ს და მოითხოვდნენ მისგან Huawei-ს აპარატურის ყიდვაზე უარის თქმას.
ასევე, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკელი პოლიტიკოსები ცდილობდნენ მოკავშირე ქვეყნების მთავრობების დარწმუნებას, რომ მათთვის წამგებიანია Huawei-ს პროდუქციით სარგებლობა.
აშშ-ს ხელისუფლება თვლის, რომ ჩინეთის მთავრობა იყენებს Huawei-ს და ZTE-ს შპიონაჟისთვის, ევროკავშირის არაერთმა მაღალჩინოსანმაც განაცხადა, რომ ჩინური კომპანიების წარმოადგენენ საფრთხეს ევროპისთვის.
თუმცა, თავად Huawei და ZTE უარყოფენ ამ ბრალდებებს.