იმ ძაღლებისთვის, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ჯარში მსახურობენ სპეციალური დამცავი ქუდი შეიქმნა, ამის შესახებ techcult წერს.
სამხედრო ძაღლები იცავენ ობიექტებს და საბრძოლო ოპერაციებშიც მონაწილეობენ. ახალი ტექნოლოგიას, რომლითაც დამცავი ფორმა შეიქმნა CAPS-ი ეწოდება. ის იცავს ძაღლების სმენის ორგანოებს, როცა ისინი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობენ.
ძაღლების სმენაზე ადამიანების მსგავსად სამხედრო ოპერაციების დროს ხმაური მოქმედებს. აფეთქების, სროლის ხმა სმენას აზიანებს. თუ სამხედროების ყურები კარგახანია დაცულია, ტექნოლოგებს ძაღლები ახლახანს გაახსენდათ. ცნობილია, რომ ძაღლებს ადამიანებზე უკეთესი სმენა აქვთ.
ახალი სისტემა აშშ-ის ჯარის სპეციალისტებმა შექმნეს. ეს არის ქუდი, რომელსაც ძაღლებს თავზე უმაგრებენ და ცხოველის ყურებს იცავს.
დამცავი ქუდი კომპანია ARL, Zeteo Tech-მა და აშშ-ის არმიის კვლევითმა ლაბორატორიამ ერთობლივად შექმნეს. ქუდს ემატება დამცავი სათვალე, რომელიც ძაღლს შენობებში მუშაობისას ხელს არ უშლის.
imedinews