აშშ-ში ციფრული დოლარის საპილოტე პროგრამებს იწყებენ

აშშ-ში ციფრული დოლარის საპილოტე პროგრამებს იწყებენ

access_time2021-05-04 12:10:00

აშშ-ში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება, რაც შტატებში ამ ტიპის პირველი მცდელობა იქნება. პროექტის მიზანი ფედერალური სარეზერვო სისტემის, იგივე, ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის პოტენციური გამოყენების შემოწმებაა. პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ მონაცემებს აშშ-ს ხელისფლებაში ციფრული დოლარის განვითარებისთვის გამოიყენებენ.


ციფრული დოლარის პროექტი გასულ წელს Accenture-ისა და ციფრული დოლარის ფონდის თანამშრომლობით შეიქმნა, რომლის მიზანიც ციფრულ ვალუტაზე ცენტრალური ბანკის კვლევებში მონაწილეობაა.


„მსოფლიოში ყოველ კვირას ტარდება კონფერენციები და ქვეყნდება ნაშრომები ციფრული ვალუტის კვლევების შესახებ სხვა და სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მონაცემების საფუძველზე. აშშ-ს ცენტრალურ ბანკს კი რაიმე რეალური მონაცემი, ჯერჯერობით, არ გააჩნია, რის მოპოვებასაც შევეცდებით,”- აცხადებს სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ციფრული დოლარის ფონდის თანადამფუძნებელი კრისტოფერ ჯანკარლო.


ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ბანკნოტებისა და მონეტების ციფრულ ექვივალენტს წარმოადგენს, რომელიც მისი მფლობელისთვის ცენტრალური ბანკისადმი პირდაპირი ციფრული მოთხოვნისა და უსწრაფესი ელექტრონული გადახდის საშუალებას იძლევა. მართალია, სადებეტო ბარათები და გადახდის აპლიკაციები ციფრული ფულის ფორმას წარმოადგენს, მაგრამ ტრანზაქციებს კომერციული ბანკები განახორციელებენ იმ ნაღდი ფულის საშუალებით, რომლებსაც მათ ანგარიშზე ცენტრალური ბანკი ჩარიცხავს.



აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც მსოფლიოში ყველზე ფართოდ გამოყენებად ვალუტას ინახავს, საკითხს სიფრთხილით ეკიდება. ის ჰიპოთეტური ციფრული დოლარისთვის ტექნოლოგიური პლატფორმის შესაქმნელად მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ „მთავარი პირველობა კი არა, არამედ სწორი ციფრული დოლარის მიღებაა.“ ამაში მას კრისტოფერ ჯანკარლო ნაწილობრივ ეთანხმება, მაგრამ მთავრობას ციფრული ვალუტის შემუშავების დისკუსიაში აშშ-ს მთავარი ღირებულებების - კერძო საკუთრების, ვაჭრობისა და სიტყვის თავისუფლების დროულად ჩართვისკენ მოუწოდებს, რადგან გლობალური ეკონომიკის კონკურენტი სახელმწიფო - ჩინეთი ამ პროცესში სწრაფად მიიწევს წინ.


საპილოტე 5 პროგრამიდან 3-ს უახლოეს 2 თვეში ჩაუშვებენ, რომელიც ციფრული დოლარის ფუცნქციონალური, სოციოლოგიური, კომერციული უპირატესობის მონაცემებს შეაგროვებს.


Accenture ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროექტებზე კანადაში, საფრანგეთსა და სინგაპურში მუშაობდა. კომპანიის უფროსი დირექტორი დევიდ ტრიტი აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ფიზიკური და ელექტრონული ფულის სხვა ფორმებს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ მათთან ერთად იარსებებს.


„ეს სხვა სახის ფულისთვის პანაცეას არ წარმოადგენს და დროდადრო ნაღდ კუპიურებსა და მონეტებსაც გამოვიყენებთ,“ - აცხადებს ტრიტი.


BPN.GE

თეგები:
დოლარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up