აშშ-ში ჩინელი ქალი „სამშობიარო ტურიზმში“ ბრალდებულად ცნეს

აშშ-ში ჩინელი ქალი „სამშობიარო ტურიზმში“ ბრალდებულად ცნეს

access_time2019-09-19 15:54:02

აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჩინელი ქალი, რომელიც ჩინეთის მოქალაქეებს ამერიკაში სამშობიაროდ ჩასვლაში ეხმარებოდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დონიან ლიმ აღიარა, რომ 2013-2015 წლებში მისი კომპანია You Win USA Vacation Services ე.წ.„სამშობიარო ტურიზმით“ იყო დაკავებული. მის კლიენტებს შორის ჩინეთის მდიდარი მოქალაქეები, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ.

ლი კლიენტებს შტატების საზღვარზე გასაუბრების გავლაში ავარჯიშებდა და უხსნიდა, როგორ დაემალათ მესაზღვრეებისთვის ფეხმძიმობა. ამ დახმარების საფასური 40 000-80 000 დოლარს შეადგენდა. სასამართლოს ცნობით, ამგვარად ლიმ $3 მილიონი დოლარი მოიპოვა.

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის აშშ-ში მშობიარობა კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას ცრუ ინფორმაციის მოწოდება უკანონოა. ბრალდების განმარტებით, ლი კლიენტებს უხსნიდა, რომ ბავშვის მიერ მოქალაქის სტატუსის მიღება ოჯახის სხვა წევრებს იმიგრაციის უფლებას მისცემდა. ლის განაჩენს დეკემბერში გამოუტანენ. შესაძლოა მან ციხეში 15 წელი გაატაროს.

ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე გაჩენილი ბავშვი აშშ-ის მოქალაქე ავტომატურად ხდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ წესის შეცვლის სურვილი გამოთქვა.


imedinews.ge

თეგები:
აშშ



ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up