აშშ-ში ახალი რაკეტის გამოცდამ რუსეთში პანიკა გამოიწვია

აშშ-ში ახალი რაკეტის გამოცდამ რუსეთში პანიკა გამოიწვია

access_time2019-08-21 21:00:32

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მცირე და საშუალო რადიუსის მქონე რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ 18 აგვისტოს, პირველად გამოსცადეს 500 კმ-ზე მეტი რადიუსის მქონე რაკეტა კალიფორნიაში, რამაც რუსულ მედიასა და სამთავრობო წრეებში ტოტალური ისტერია გამოიწვია. აშშ-ის მიერ რაკეტის გამოცდის გამო აღშფოთება ჩინეთმაც გამოთქვა. რაკეტის გამოცდის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა დაადასტურა.

 

რაკეტა გაუშვეს კალიფორნიის შტატთან მდებარე კუნძულ სან-ნიკოლასიდან. ფრთოსანმა რაკეტამ წარმატებით დააზიანა 500 კილომეტრზე შორს მდებარე სამიზნე. პენტაგონის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მარტში აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ 1000 კილომეტრამდე სიშორის რაკეტის გამოცდას, ხოლო ნოემბრამდე ფიქრობენ საშუალო სიშორის რაკეტის გამოცდასაც.

 

რუსი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ მათ პროვოკაციებს უწყობს და ცდილობს, რომ დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავოს, ხოლო ის ფაქტი, რომ აშშ-მა სულ რაღაც 16 დღის წინ დატოვა შეთანხმება (2 აგვისტოს) და უკვე ცდის სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტას, მეტყველებს იმაზე, რომ მას ეს შეიარაღება წინასწარ ჰქონდა მომზადებული და ხელშეკრულების პირობები დარღვეული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა:

 

„ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. თვალსაჩინოა, რომ აშშ-მა კურსი სამხედრო დაძაბულობის გაღვივებაზე აიღეს. ჩვენ პროვოკაციებს არ წამოვეგებით", - თქვა რიაბკოვმა.

 


რუსეთის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ ეს რაკეტა „ტომაჰავკის" ერთერთი მოდიფიკაცია იყო. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ს აღნიშნული რაკეტის მომზადებაში ფული შეთანხმებიდან გასვლამდე ერთი წლით ადრე ჰქონდა ჩადებული.

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი დმიტრი პესკოვი დასძენს, რომ სწორედ აშშ-ის „ბრალია" 1987 წელს რეიგანსა და გორბაჩოვს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმება და რუსეთი არაფერ შუაშია:

 

„ეს ამბავი ორი პრეზიდენტის - პუტინისა და მაკრონის საუბრის დროს გავრცელდა. სწორედ ამ დროს პუტინმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტესტირება ადასტურებს იმას, რომ ამერიკელებს საქმე თავიდანვე მიჰყავდათ საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების გაუქმებასთან და სწორედ ამას ამზადებდნენ თავიდანვე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არა რუსეთმა, არამედ აშშ-მა თავისი ქმედებებით მიიყვანა ყველაფერი შეთანხმების ჩაშლისკენ", - ამბობს პესკოვი.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც განაცხადეს, რომ ამერიკის მიერ შეთანხმების დატოვების შემდეგ ასეთ მცირე დროში რაკეტის გამოცდა ბევრ რამეზე მეტყველებს:

 

„სამი კვირაც არ გასულა აშშ საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ და პენტაგონი უკვე აცხადებს, რომ გამოსცადა რაკეტა, რომელიც შეთანხმებით იქამდე აკრძალული იყო. ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ აშშ-ის მთავარი მიზანი შეთანხმების შედეგად არსებული შეზღუდვებისგან გათავისუფლება და მოწინავე რაკეტების თავისუფლად შექმნა იყო, რათა სამხედრო მოწინავეობა უზრუნველეყო საკუთარი თავისთვუს", - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გენ შუანი.


resonancedaily.ge





სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...


მსგავსი სიახლეები

up