აშშ-ში უცნაური აუქციონი იმართება. მინესოტას შტატის ქალაქ ტრეისში გასაყიდად ეკლესია გამოიტანეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მყიდველი საჩუქრად ეკლესიის მოძღვრის სახლს მიიღებს, ამის შესახებ Independent წერს.
მყიდველს აუქციონის პირობებით ეკლესიის შენობის დანიშნულების შეცვლა შეუძლია. კერძოდ, შესაძლებელია ეკლესიის საწყობად გადაკეთებაც. საწყისი ფასი $48 ათასია. მოძღვრის სახლი 1900 წელსაა აშენებული.
გამოცემის ცნობით, აშშ-ში ბევრი მიტოვებული ეკლესიაა. ამიტომ ხელისუფლებამ ამ შენობების აუქციონებზე გატანა გადაწყვიტა. „ამით შენობებს ახალი სიცოცხლის დაწყების შანსი აქვთ“, აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
imedinews.ge