აშშ-ში Apple-ის მაღაზიები მუშაობას მომდევნო კვირიდან განაახლებენ. როგოტც ტელეარხი CNBC-ი იუწყება, კომპანიის მაღაზიებში მომხმარებლებს ტემპერატურას გაუზომავენ. ასევე, მაღაზიაში შესვლა შეზღუდული რაოდენობით მოხდება.
კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების ფონზე Apple-ის მაღაზიები მარტიდან დახურული იყო. ბოლო კვირების განმავლობაში კომპანიის მაღაზიები სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში და გერმანიაში გაიხსნა.
„მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ აშშ-ში მოდევნო კვირიდან ჩვენი მაღაზიების გახსნის პროცესს ვიწყებთ. მაღაზიების გახსნა დაიწყება აიდაჰოს, სამხრეთ კაროლინას, ალაბამასა და ალასკას შტატებში. ჩვენი გუნდი მუდმივ რეჟიმში უწევს მონიტორინგს ჯანდაცვის მდგომარეობას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Imedinews