აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემებს აგზავნის, რუსები მათზე „დატაკება-მიწოლით“ იმუქრებიან

აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემებს აგზავნის, რუსები მათზე „დატაკება-მიწოლით“ იმუქრებიან

access_time2018-12-06 22:00:12

„აშშ-ს გემების შესვლას შავ ზღვაში ის ამოცანა ექნება, რაც საქართველოს პორტებში ომის დროს შემოსვლას - ეს რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირებაა და ერთგვარად, ფარული მუქარაც. ამასთანავე, აშშ-ის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.

 

„(რუსეთის) შავი ზღვის ფლოტი ადეკვატურ ზომებს მიიღებს და ამან შესაძლოა უფრო მეტად დაძაბოს სიტუაცია, - აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია.

 

აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემების გასაგზავნად ემზადება, რაც ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციას უკავშირდება. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით „სი-ენ-ენი იტყობინება. მათი ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვეს, თურქეთს შეატყობინონ შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდის შესაძლო შესვლის თაობაზე

 

ამერიკული ხომალდების რაოდენობა და მარშრუტი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, თუკი ისინი აზოვის ზღვაში შესვლას შეეცდებიან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შეეცდება მათ ამის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ რუსი სამხედრო ექსპერტი, პირველი რანგის კაპიტანი ვასილი დანდიკინი აცხადებს.

 

მისი მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო ხომალდებს იურიდიული უფლება არ აქვთ ქერჩის სრუტის გავლით და აზოვის ზღვაში შევიდნენ, სადაც ორიოდე კვირის წინ რუსული ხომალდები უკრაინულ სამხედრო გემებს დაესხნენ თავს. რუსი ექსპერტი აცხადებს, რომ ასეთი მცდელობის შემთხვევაში აშშ-სა და რუსეთის სახმედრო გემებს შორის შეტაკება გარდაუვალი იქნება.


 

ამასთან დაკავშირებით დანდიკინი 1988 წელს შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, როდესაც საბჭოთა გემებმა ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე მიზანმიმართული დატაკება-მიწოლა (Навал) განახორციელეს და იძულებით დაატოვებინეს შავი ზღვა. რუსი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამჯერადაც რაღაც მსგავსი მოხდება.

 

ვახტანგ მაისაია რუსების მხრიდან ამერიკული გემების მიმართულებით ცეცხლის გახსნასაც არ გამორიცხავს, რაც, მისი თქმით, ვითარებას საკმაოდ დაძაბავს.

 

„რუსეთი უკვე იქამდე მიდივა, რომ შესაძლოა ცეცხლი გახსნას ისევე, როგორც უკრაინულ გემებზე გააკეთა. თუ მოხდა ამერიკული გემის ანალოგიური ტრაექტორიის გავლა, რაც უკრაინულმა გემებმა გააკეთეს, რუსებიც იმავეს გააკეთებენ, რაც უკვე უკრაინელებთან განახორციელეს.

 

„იმედია, რომ რუსეთი და აშშ ამ დონემდე არ მივლენ. შესაძლოა ორივე მხრიდან ძალის დემონსტრაცია განხორციელდეს და ამით ამოიწუროს ეს ინციდენტიც.

 

„თუკი ამერიკელებმა გააგრძელეს და დემონსტრაციულად უკრაინულ წყლებში გასლვა მოიდომეს, რაც აბსოლუტურად სამართლებრივად სწორია, რუსები ძალას გამოიყენებენ. ისეთ დონეზე მივიდა პუტინის რეჟიმი, რომ უკვე ელოდება, რომ ამერიკელებთანაც მოახდინოს რაღაც ძალის დემონსტრირება, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

წყარო: რეზონასი






ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up