აშშ საუდის არაბეთში დამატებით 1,800 ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას გზავნის

აშშ საუდის არაბეთში დამატებით 1,800 ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას გზავნის

access_time2019-10-13 20:15:19

პენტაგონში განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის თავდაცვის გაზრდის მიზნით ქვეყანაში დამატებით 1,800-მდე ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავებს და თავდაცვის სისტემებს გზავნის.


პენტაგონში ამბობენ, რომ მიზანს ირანისაგან მომავალი საფრთხისაგან საუდის არაბეთის და რეგიონის დაცვა წარმოადგენს.


აშშ-მა საუდის არაბეთში სამხედრო წარმომადგენლობა სექტემბერში სამეფოს ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაზარდა. თავდასხმაში აშშ-ცა და საუდის არაბეთის ირანს ადანაშაულებს. ირანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თავდასხმის უკან იემენელი ჰუსიტი ამბოხებულები იდგნენ და ეს მათი პასუხია იემენში საუდის არაბეთის კოალიციის ქმედებებზე. თავდასხმის შემდეგ აშშ-მა სამეფოში ჯარისკაცების რაოდენობა ბოლო თვეში, ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების ჩათვლით, ჯამში 3,000-ით გაზარდა, მიმდინარე წლის მაისიდან კი ჯამში 14,000-ით.


აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აბობენ, რომ სამხედრო მხარდაჭერა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა ითხოვა.



შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ირანი ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის გარდა მიმდინარე წელს სპარსეთის ყურეში რამდენიმე ნავთობტანკერზე მომხდარ აფეთქებებშიც დაადანაშაულა, რასაც ირანი ასევე უარყოფს.


საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის და ირანში წარმოებული კამპანიის გამო აშშ-ის კონგრესმა საუდის არაბეთისათვის იარაღის მიყიდვის დაბლოკვა სცადა, თუმცა ტრამპმა ვეტოს უფლება გამოიყენა. როგორც დემოკრატ, ასევე რესპუბლიკელ კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ საუდის არაბეთისათვის მიწოდებული იარაღი შესაძლოა იემენში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენონ.


აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის პარალელურად დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკელი სამხედროები გამოიყვანა და ქურთი მოკავშირეების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ოპერაციას გზა გაუხსნა. მიზეზად ტრამპმა თქვა, რომ დროა აშშ დაუსრულებელი ომებიდან გამოვიდეს. მას წარსულშიც არაერთხელ გაუკრიტიკებია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ჩართულობა. კონგრესში კრიტიკა ტრამპის ამ გადაწყვეტილებამაც გამოიწვია. კანონმდებლები თურქეთისათვის სანქციების დაწესების კანონპროექტზე მუშაობენ.


ტაბულა





15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი
access_time2019-11-14 17:49:00
ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის საელჩომ თავის დროზე დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა, 2020 წელს სრულ პროპორციულ...

როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნები - დეპუტატების პასუხები

 როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნები - დეპუტატების პასუხები
access_time2019-11-14 20:15:29
ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა, 2020 წლის არჩევნები პროპორციული არ იქნება. ქართული ოცნების 35 დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ ხმა არ მისცა. საარჩევნო სისტემის ცვლილების ინიციატორი მმართველი გუნდის 93 დეპუტატი იყო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა კანონმდებელმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი....

მამუკა ხაზარაძე რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

მამუკა ხაზარაძე  რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება
access_time2019-11-14 15:55:25
საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ამის შესახებ განცხადებას ის სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს: “მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის...


მსგავსი სიახლეები

up