აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი და ასევე რეგიონში აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი - ნათია თურნავა

აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი და ასევე რეგიონში აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი - ნათია თურნავა

access_time2020-10-05 11:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ს კომერციის მდივნის მოადგილე ჯოზეფ სემსართან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის მომავალი გეგმები. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ონლაინ შეხვედრისას აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანაა და მის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულმა დახმარებამ და განხორცილებულმა პროექტებმა სხვადასხვა მიმართულებით უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკად ჩამოყალიბების გზაზე.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ აშშ გლობალური პანდემიის დროსაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნად რჩება - 2020 წლის ორი კვარტლის მდგომარეობით, უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის აშშ-ს მე-3 ადგილი უკავია. აღინიშნა, რომ აშშ ასევე წარმოადგენს საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორს და ბოლო წლების განმავლობაში შედიოდა პირველ ათეულში სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტისა და იმპორტის მიხედვით.


„აშშ-ს კომერციის მდივნის მოადგილე ჯოზეფ სემსართან საუბრისას ცალსახად აღვნიშნეთ და ამაზე ცხადია ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ დღეს საქართველო-აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით. ამერიკულ მხარესთან ჩვენ გვაქვს მაღალი დონის რეგულარული დიალოგი სხვადასხვა ეკონომიკურ და სავაჭრო თემებზე. ამ კუთხით აღსანიშნავია ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებზე მაღალი დონის დიალოგისა და საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით შექმნილი ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის სხდომების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები, რომელზეც ამერიკელ პარტნიორებთან ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა თუ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს," - განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის შემდეგ.



მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მხარის ინიციატივით ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და აშშ - ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნებოდა. „არსებობს სპეციალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია შემდგომი დიალოგი და საუბარი მომავალ შეთანხმებაზე. ჩვენი თხოვნა იყო, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად იქნა გაზიარებული, რომ ეს პროცესი, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, დავაჩქაროთ და გავააქტიუროთ," - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი და ასევე რეგიონში აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი სიგნალი, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებებს.


საუბრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გლობალური პანდემიის, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ეფექტური ნაბიჯები. ამერიკულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ პანდემიის წინააღმდეგ დროულად გატარებულ ღონისძიებებს და მათ ეფექტური უწოდა.


ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი აშშ - ში დავით ბაქრაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up