აშშ საელჩომ თბილისში და საქართველოს ბანკმა ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსის დაწყების შესახებ განაცხადეს

აშშ საელჩომ თბილისში და საქართველოს ბანკმა ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსის დაწყების შესახებ განაცხადეს

access_time2018-05-02 18:04:33

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ განაცხადეს.

 

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტორ პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში. პროგრამის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის მხრიდან გულისხმობს, თანხის გამოყოფას ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან ყოველწლიურად დამატებით ორი სტუდენტის დაფინანსებისთვის, რომელთაც სურთ სწავლა განაგრძონ ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან საინჟინრო მიმართულებით. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ორი სტუდენტი აშშ-ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება.

 

ხსენებული სტუდენტები შეირჩევიან 2018 წლის შემოდგომაზე მიმდინარე კონკურსის შედეგად.

 

„საქართველოს ბანკის მიზანია, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ სწავლისთვის სტიპენდიების დაწესებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერის გზით, რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა მიიღოს საუკეთესო განათლება. განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკს არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. აშშ მთავრობასთან და განათლების სამინისტროსთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ყოველწლიურად კიდევ ორ ახალგაზრდას მისცემს საშუალებას მიიღოს დაფინანსება აშშ-ში წამყვანი უნივერსიტეტის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის",-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.


 

2014-2017 წლებში საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით კონკურსის 6 გამარჯვებული გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად. საერთო ჯამში, საქართველოს ბანკის მიერ,ფულბრაიტის პროექტის დაფინანსების მოცულობამ 560,035 ლარი შეადგინა.

 

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ-ის საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრაგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებელებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახლემწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 1 აგვისტო. დაწვრილებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამერიკის საელჩოს ვებგვერდს:http://istudy.ge/

 

 

 

 



„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით
access_time2020-09-28 15:15:11
ბანკების აქტივები მიმდინარე წლის აგვისტოში 50.98 მლრდ ლარამდე, 197 მლნ ლარით შემცირდა (მიმდინარე ფასებში) ანუ კლებაა 0.39%, (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.01% პროცენტით შემცირდა). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.38 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.55 პროცენტია. Top 5 ბანკი აქტივების მოცულობის მიხედვით: თიბისი — 19,694,904,000 ლარი; ...

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა
access_time2020-09-28 14:20:55
თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ეს ჩვენი ინტერესიც არის, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზად არის ასევე ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარება საერთაშორისო ფორმატში აღმოუჩინოს. რაც...

საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება

საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება
access_time2020-09-28 14:10:42
„დონას“ კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა და იგი ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, რომლის შემდეგაც აჭარა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ „დონა“ აჭარაში ეპიდაფეთქების პირველწყარო იყო. თავდაპირველად ვირუსი დაუდასტურდა „საკონდიტროს“ თანამშრომელს. საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ...

ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე

ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე
access_time2020-09-28 11:00:13
 „ვფიქრობ, რომ უახლოეს პერსპექტივაში კაპიტალის ბაზარი  არ განვითარდება.  ადამიანები მაინც  ენდობიან ბანკში ფულის განთავსებას და იქიდან სტაბილურ შემოსავალს, მცირეს მაგრამ მაინც,   ვიდრე იმის გარისკვას, რომ ბიზნესი ან აქცია  შეიძინონ,...

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს
access_time2020-09-27 18:00:55
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც მისი თქმით, „ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული გეგმის...


მსგავსი სიახლეები

up