კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ ერთ-ერთი უმსხვილეს კორპორაციას მსოფლიოში - IBM-ს ახალ პარტნიორი ჰყავს, რომლის მხარდამჭერიც იაპონური უმსხვილესი კორპორაციაა. როგორც Financial Times-ი წერს ამ ნაბიჯით, აშშ-სა და ჩინეთს შორის გამწვავებული ტექნოლოგიური ომის ფონზე, ტოკიო მოკავშირეებთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს.
ამ შეთანხმებით იაპონია ნახევარგამტარული ინდუსტრიის გამოცოცხლებას, ტაივანში ჩიპების წარმოებაზე დამოკიდებულების შემცირებას და ეკონომიკური უსაფრთხოების გაზრდას ცდილობს.
იაპონიის მთავრობა ჩიპების მწარმოებელ კომპანია Rapidus-ში 493 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და რვა კორპორაციულ მხარდამჭერს, მათ შორის — Toyota-ს, Sony-ს, ჩიპების მწარმოებელ კომპანია Kioxia-ს, ტელეკომის პროვაიდერ NTT-სა და SoftBank-ის მობილურ ჯგუფს შეუერთდება.
Rapidus-ი ახალი თაობის ჩიპების ტექნოლოგიას IBM-თან და იაპონიის კვლევით ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავებს, რომელიც წლის ბოლომდე შეიქმნება.
„რადგან აშშ-სა და ჩინეთს შორის ტექნოლოგიური უპირატესობისთვის ომი მწვავდება, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით ნახევარგამტარები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება,“ განაცხადა იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა იასუტოში ნიშიმურამ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა