ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ნაციონალური ცენტრი (NCSC) და აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტო (CISA) მასშტაბური კიბერშეტევების შესახებ აცხადებენ. კიბერთავდასხმა სამედიცინო ორგანიზაცებზე მოხდა. ამის შესახებ Sky News წერს.
ორგანიზაცების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერშეტევა იმ სამედიცონო ორგანიზაციებზე მოხდა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართული.
ამის გარდა ორივე ორგანიზაციამ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანებს მისცა რეკომენდაციები, რომ შეცვალონ პირადი პაროლები და ორფაქტორიან იდენტიფიცირებაზე გადავიდნენ. იმისთვის, რომ სამომავლოდ კიბერშეტევის პრევენცია მოხდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge