აშშ-ს სენატმა, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას ეკუთვნის, ქვეყნის 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთის წინაამღდეგ სანქციების პაკეტს შეიცავს.
კერძოდ, შეზღუდვები ეხება გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობის დასრულებას და უკვე მოქმედი „თურქული ნაკადის“ ექსპლუატაციას.
სენატორები შეთანხმდნენ სანქციების შემოღებაზე ყველა კომპანიის წინაამღეგ, რომელიც ახალი მილსადენის მშენებლობაში მონაწილეობს - მათ შორს ახდენს მილების მონტაჟს ბალტიის ზღვის ფსკერზე, აზღვევს ხომალდებს, ასევე ტექნიკურ მომსახურეობას და გემების მოდერნიზებას ახორციელებს.
ეს ბოლო პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსეთი ფლობს მილების მონტაჟის დარგში მომუშავე ხომალდს, თუმცა მისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა ამ სირთულის ამოცანის შესრულებისთვის არასაკმარისია. მოსკოვი ხომალდის მოდერნიზებას ცდილობს, რაც მას პროექტის დამოუკიდებლად დასრულების შესაძლებლობას მისცემს.
ასევე სენატი სანქციებს იმ კომპანიებს დაუწესებს, რომლებიც ითანამშრომლებენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-თან სერტიფიცირების საკითხში - ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც სერტიფიცირების პროცედურის გარეშე მილსადენი მუშაობას ვერ დაიწყებს.
სანქციები წარმომადგენელთა პალატამ 22 ივლისს დაამტკიცა.
შეზღუდვების ამოქმედებისთვის დოკუმენტმა კიდევ 2 პროცედურა უნდა გაიაროს - პირველია ე.წ. „კონფერენცია“, რომელიც სენატის და წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ოდნავ განსხვავებულ გადაწყვეტილებებს შეაჯერებს, რის შემდეგაც ის პრეზიდენტს ხელმოწერისთვის გადაეგზავნება.
კონკრეტულად, ანტირუსული სანქციების საკითხში დონალდ ტრამპისგან წინაამღდეგობა მოსალოდნელი არაა, მაგრამ შეზღუდვები შედის არა დამოუკიდებლად, არამედ თავდაცვითი ბიუჯეტის ფარგლებში, იქ კი არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც პრეზიდენტის უკმაყოფილებას იწვევს.
კერძოდ, ტრამპმა განაცხადა რომ ბიუჯეტს ვეტოს დაადებს იმ შემთხვევაში, თუ იქ იქნება პუნქტი ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის კონფედერატი-გენერლების სახელების ჩამორთმევის თაობაზე.
ამავე დროს სენატმა უარი განაცხადა რამდენიმე ახალ ინიციატივაზე რუსეთის წინაამღდეგ. კერძოდ, სენატორი-დემოკრატი ბობ მენენდესი ვლადიმერ პუტინის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს და სხვა მაღალჩინოსნების აქტივების გაყინვას მოითხოვდა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებები, თითქოს რუსები ავღანეთში თალიბებს ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობებში ფულს უხდიდნენ, დადასტურდებოდა.
კიდევ ერთი ინიციატივა სენატორმა მარკ რუბიომ შეიტანა - აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო რუსეთის ენერგოსექტორში ინვესტიციების ჩადების და რუსული სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვის აკრძალვა. სენატორების უმრავლესობამ არც ეს მოთხოვნა გაიზიარა.
rbc.ru