აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების ფინანსური მდგომარეობა - Forbes-ის ტოპ-10

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების ფინანსური მდგომარეობა - Forbes-ის ტოპ-10

access_time2019-12-01 20:00:50

1.მაიკლ ბლუმბერგი, 53 მლრდ. დოლარი

ნიუ-იორკის ყოფილი მერის და მედიამაგნატის ქონება აღემატება სხვა კანდიდატების ქონების და კაპიტალების ჯამურ მაჩვენებელს.

 

მისი სიმდიდრის წყარო საყოველთაოდ ცნობილია - საქმიანი ინფორმაციის სააგენტო Bloomberg.

 

მისი თქმით, ის აპირებს დაამარცხოს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის საქმიანობაც შეაფასა, როგორც „გიჟური და არაეთიკური“.

 

თუ ის ამას მოახერხებს, ბლუმბერგი იქნება აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მდიდარი პრეზიდენტი

 

2.დონალდ ტრამპი, 3,1 მლრდ. დოლარი

აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი საკმარისად მდიდარია, იმისთვის, რომ თავად დააფინანსოს თავისი წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა, ის არ აპირებს ამის გაკეთებას.

 

მეორე ვადით ასარჩევად მან უკვე მოიზიდა 124 მლნ. დოლარი, მაგრამ ამ თანხაში არ არის ტრამპის არც ერთი დოლარი.

 

ცნობილია, რომ დღევანდელი პრეზიდენტის სიმდიდრის ძირითადი წყაროა „Tramp organization”,  რომელიც აქტიურად საქმიანობს დეველოპმენტში, სასტუმრო, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ.

 

3.ტომ სტეიერი, 1,6 მლრდ. დოლარი

ადრე ტომ სტეიერი ძირითადად აფინანსებდა დემოკრატიული პარტიის სხვა კანდიდატებს, ამჯერად კი გადაწყვიტა თავად ბედის ცდა.

 

მას არა აქვს ფულის პრობლემა - 1985 წელს მან დააარსა კომპანია  Farallon Capital, რომელიც დღეს არის შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი ჰეჯ-ფონდი.

 

2012 წლიდან ის წავიდა ბიზნესის მართვიდან, და მთლიანად გადაერთო პოლიტიკაზე და ეკოლოგიაზე - ბევრ გაუკვირდა ეს, რადგანაც სტეიერის ფონდი ცნობილი იყო იმით, რომ დებდა დიდ ინვესტიციების ნავთობის მოპოვებაში.

 

თუმცა, თავად პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ შეიცვალა აზრი, და გაყიდა ნავთობთან დაკავშირებული ყველა აქტივი.


 

4. ჯონ დელეინი, 200 მლნ. დოლარი

დელეინი 3-ჯერ იყო კონგრესის წევრი, თუმცა, მანამდე მან მოასწრო დიდი კაპიტალის შექმნა.

 

ელექტრიკოსის შვილმა ჯონ დელეინიმ შექმნა ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე საკრედიტო ორგანიზაცია  HealthCare Financial Partners,  რომელიც მან გაყიდა 3 წლის შემდეგ 30 მლნ. დოლარად.

 

შემდეგ მან შექმნა ფინანსური კომპანია CapitalSource, რომელსაც ფლობს დღესაც. მისი ერთ-ერთი პარტნიორი და ინვესტორია ზემოთ ხსენებული ტომ სტეიერის ფონდი, რომელმაც ჩადი საქმეში 190 მლნ. დოლარი.

 

5. მაიკლ ბენეტი, 15 მლნ. დოლარი

სენატორმა დემოკრატიული პარტიისგან იშოვა მილიონები კომპანია Anschutz Investment Company-ში, რომელიც არის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი.

 

იქ დასაქმებისთვის 1997 წელს მან დატოვა ვაშინგტონი და მაღალი პოსტი იუსტიციის სამინისტროში.

 

დღეს ის ფლობს წილებს რამდენიმე ჰეჯ-ფონდში.

 

6. ელიზაბეტ უორენი, 12 მლნ. დოლარი

უორენი და მისი მეუღლე ბრიუს მანი წლების მანძილზე კითხულობენ ლექციებს ჰარვარდში.

 

მათი ქონების პირველწყაროა ჰონორარები წიგნების, სტატიების, და კონსულტაციებისთვის. დაგროვილი თანხა მათ დააბანდეს უძრავ ქონებაში.  ყველაზე წარმატებული დაბანდება აღმოჩნდა სახლი ქალაქ კემბრიჯში, სადაც მდებარეობს ჰარვარდის უნივერსიტეტი - მათ შეიძინეს ის 447 000 დოლარად, დღეს კი მისი ფასია 3 მლნ.

 

7. ჯო ბაიდენი, 9 მლნ. დოლარი

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გამოიმუშავა 15 მლნ. დოლარი რამდენიმე წიგნის დაწერით.

 

2017 წელს მან იყიდა 2,7 მლნ. დოლარად სახლი ქალაქ რეხოტო-ბიჩში, შტატ დელავერში.

 

8. ბეტო -რურკი, 4 მლნ. დოლარი

ყოფილმა კონგრესმენმა შტატ ტექასიდან მოიყვანა ცოლად გოგონა მდიდარი ოჯახიდან - მისი მეუღლე ემი არის ქალაქ ელ-პასოს სამშენებლო მაგნატის შვილი.

 

თუმცა, წყვილს ერგო ამ სიმდიდრის მხოლოდ მცირე ნაწილი   - ვექილი 2,5 მლნ. დოლარზე.

 

პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე ფლობს წილს ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში.

 

9. ბერნი სანდერსი, 2,5 მლნ. დოლარი

როგორც აღმოჩნდა, სენატორი-სოციალისტი აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული მეწარმეც  - 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ მან მოაწერა ხელი სარფიან კონტრაქტს 3 წიგნის დაწერაზე, და მათ უკვე მოუტანეს მას 2 მლნ. დოლარი.

 

ამის შემდეგ მან იყიდა 575 000 დოლარად საზაფხული სახლი შტატ ვერმონტში, და ვადაზე ადრე დაფარა სახლის იპოთეკა.

 

10. ბილ დე ბლაზიო, 2,5 მლნ. დოლარი

ნიუ-იორკის დღევანდელი მერი მთელი ცხოვრება მუშაობს საჯარო სამსახურში, თუმცა, მილიონერი ის გახდა უძრავ ქონებაში დროული და წარმატებული ინვესტირებით.

 

2000 წელს მან შეიძინა 2 სახლი ნიუ-იორკში, რომლების ღირებულებაც მას შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.

 

სახლების ქირისგან დე ბლაზიო იღებს წელიწადში 110 000 დოლარის მოგებას, თავად ის კი, ოჯახთან ერთად, ცხოვრობს ნიუ-იორკის მერის ოფიციალურ რეზიდენციაში.


თეგები:
Forbes



რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო
access_time2020-01-27 15:50:44
თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვა ინვესტორმა გასული წლის 23 აგვისტოს მიიღო.   შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და „Hualing international special economic zone“-ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებულ...

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“
access_time2020-01-27 14:53:58
საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი, პრაქტიკულად არავის ევალება. ამ მიმართულებით მთავარი და უკვე ტრადიციად ქცეული კითხვაა, იღებება თუ არა პური საქართველოში. საქმე ეხება ჭვავის და ეგრეთ წოდებულ შავ პურს, რომელიც როგორც წესი ჭვავის, რუხი ფქვილისგან უნდა მზადდებოდეს. თუმცა,...

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა
access_time2020-01-27 13:37:31
„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო...

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...


მსგავსი სიახლეები

up