აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

access_time2019-07-17 19:30:46



აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა.



მისი თქმით, ამ ვალუტის გამოყენება შესაძლებელია  ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსებისთვის და, საერთოდ, ელექტრონული ვალუტა, მათ შორის ბიტკოინი, ემუქრება  ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას.



კრიპტოვალუტების საკითხი რამდენიმე დღის წინ ასევე დააყენა დონალდ ტრამპმა - მან არა მხოლოდ გაუზიარა საზოგადოებას თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ვირტუალური ფულისადმი, არამედ  Facebook-ს საბანკო საქმიანობის შესახებ კანონები შეახსენა.


ეს არაა შემთხვევითი სკანდალი - ამ დღეებში Facebook-ის წარმომადგენელი გამოდის ამ თემაზე სასაუბროდ აშშ-ს კონგრესში.



კრიპტოვალურტალიბრა“ უნდა გახდეს საგადამხდელო საშუალება Facebook-ის ეკოსისტემაში, რომელიც აერთიანებს 2 მლრდ. ადამიანს. ვალუტის უზრუნველყოფას წარმოადგენს ფინანსური აქტივების კალათა, რომელშიც შედის დოლარი, ევრო, ფუნტი და იაპონური იენა.




თუმცა, ბევრი სხვა მთავრობა არ იზიარებს ამერიკელების მიდგომას - მაგალითად, ბრიტანეთი ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ სამეფოს მთავრობა არ შეუქმნის ახალ ვალუტას არანაირ წინააღმდეგობას და არათუ არ აკრძალავს ლიბრას, არამედ  ყველანაირად შეუწყობს  ხელს.



მისი თქმით, Facebook-ისთვის საბანკო ლიცენზიის გაცემის საკითხი უნდა განიხილონ რეგულატორებმა და არა პოლიტიკოსებმა.



ამ კვირაში აშშ-ს კონგრესის კომიტეტებში განიხილება ლიბრას მომხმარებლებზე, ინვესტორებზე და აშშ-ს ფინანსურ სისტემაზე შესაძლო გავლენის საკითხი.



ფედერალური რეზერვის თავჯდომარე ჯერომ პაუელი მიიჩნევს, რომ Facebook-ი შეძლებს კრიპტოვალუტაზე მუშაობის გაგრძელებას მხოლოდ იმის შემდეგ, თუ სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.



„ისინი ვერ გააგრძელებენ მუშაობას ვალუტის შექმნაზე თუ რეგულატორებს არ დააკმაყოფილებთ მათი ახსნა-განმარტებები იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება სოციალური ქსელი ისეთ პრობლემებს, როგორც ფულის გათეთრება, მონაცემების დაცვა და ა.შ. ყველა ეს საკითხი უნდა იყოს საფუძვლიანად დამუშავებული,“ - განაცხადა პაუელმა.



მან ასევე გამოთქვა უკმაყოფილება ზოგადად კრიტპოვალუტის პროექტებით, რომლებიც გადიან არსებული სარეგულაციო სისტემის ფარგლებს გარეთ.



„ეს მართლაც ისეთი რაღაცაა, რაც ძნელად თავსებადია ჩვენს სისტემასთან. ეს ასევე ეხება ლიბრას, რომელიც შეიცავს დიდ საფრთხეებს პრივატულობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ფულის გათეთრების და ფინანსური სტაბილურობის კუთხით,“   - მიიჩნევს ფედერალური რეზერვის თავჯდომარე.


თენგიზ აბლოთია




თეგები:
აშშ Facebook



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up