აშშ-ს მოქალაქეებს დახმარება დაუგვიანდებათ, რადგან ტრამპს ჩეკზე თავისი სახელის დაწერა სურს – Vanity Fair

აშშ-ს მოქალაქეებს დახმარება დაუგვიანდებათ, რადგან ტრამპს ჩეკზე თავისი სახელის დაწერა სურს – Vanity Fair

access_time2020-04-17 17:05:17

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ბიოლოგიური ასაკი 73 წელია, მისი გონებრივი, ემოციური და განვითარების ასაკი პატარა ბავშვისას ჰგავს. ჩვენ ეს ვიცით, იმიტომ რომ მისი პრეზიდენტობის უმეტეს დროს იგი თავისუფალი სამყაროს ლიდერივით კი არ მოქმედებდა, არამედ უმართავი ახალფეხადგმული ბავშვივით. და ეს მას შემდეგ, რაც მან იფიქრა, რომ სხვა ქვეყნის ყიდვა შეეძლო (და გაღიზიანდა, როცა გაიგო, რომ ასე არ ხდება).


ასე რომ, სინამდვილეში, გასაკვირი არაა, რომ მან უპრეცედენტო ჯანდაცვისა და ეკონომიკური კატასტროფის პირობებში მოითხოვა, რომ 1200-დოლარიან მასტიმულირებელ ქვითრებზე მისი სახელიც გამოჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ აბსურდულმა მოთხოვნამ შესაძლებელია სახსრების განაწილება შეანელოს.


მასტიმულირებელი ქვითარი აშშ-ს მთავრობის მიერ გადასახადის გადამხდელებისთვის არის განკუთვნილი. ის გამოიყენება ეკონომიკის სტიმულირებისთვის, რაც მომხმარებლებისთვის გარკვეული სახარჯი ფულის გაგზავნით ხორციელდება.


The Washington Post-ის ცნობით, ხაზინის დეპარტამენტმა ბრძანა, რომ ტრამპის სახელი დაბეჭდილიყო ჩეკებზე, რომლებსაც შემდგომ შემოსავლების სამსახური (IRS) მილიონობით ამერიკელს გაუგზავნის, „რამაც შეიძლება შეანელოს მათი მიწოდება რამდენიმე დღის განმავლობაში“, – განაცხადეს IRS-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.


თუკი იკითხავთ, არის თუ არა ეს ნორმალური მოთხოვნა, პასუხია: არა, 100%-ით არა. პირველი, იმიტომ რომ პრეზიდენტების უმეტესობა ზრდასრულები არიან და მეორეც, ეს ყველაფერი არაპოლიტიკური უნდა იყოს. “ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა,” – განაცხადა ნინა ოლსონმა, რომელიც 18 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელთა ეროვნული ადვოკატი იყო.



მან გაიხსენა, რომ როდესაც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ 2008 წელს $168 მილიარდი დოლარის სტიმულირების პაკეტი წამოიწყო, ჩეკებს ხაზინის ოფიციალურმა პირებმა მოაწერეს ხელი. 2001 წელს თეთრი სახლი ითხოვდა, რომ გადასახადების გადამხდელებისთვის გაგზავნილ წერილში მოეხსენიებინათ შემდეგი ფრაზა: “ბუშის გუნდი პასუხისმგებელია, რომ თქვენი ფული უკან დაგიბრუნოთ”, IRS-ს კომისიამ კი ამაზე უარი განაცხადა.


ჩედ ჰოპერმა, რომელიც აშშ საგადასახადო სამსახურის პროფესიონალ მენეჯერთა ასოციაციის ეროვნული პრეზიდენტია, ამ ნაბიჯს “სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება” უწოდა.


მისი თქმით, კრიზისულ სიტუაციაში, მაშინ როდესაც ამერიკელებმა ეს დახმარება სწრაფად უნდა მიიღონ, ყველაფერი, რაც ამას აფერხებს, მხარდაჭერის ღირსი არ არის. სამწუხაროდ, ჰოპერი და სხვა რაციონალური ადამიანები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ხოლო იმის გამო, რომ ადმინისტრაცია მორჩილი მსახურებითაა დაკომპლექტებული, პრეზიდენტის მოთხოვნა, რაც უნდა სასაცილოდ და კონტრპროდუქტიულად ჟღერდეს, წინ მიიწევს.


ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ამ პროცესის გამო შეფერხებები არ იქნება, შესაბამისად, ბავშვურ პრეზიდენტსაც დაუკმაყოფილდება ეგო, ჰოპერი კი აცხადებს, რომ შეფერხება სავარაუდოდ იქნება. “ეკონომიკური ჩეკების მიწოდება კონკრეტულ დროს არის დაგეგმილი და ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება – არანაირი დაგვიანებით”, – აღნიშნა ხაზინის სპიკერმა განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ჩეკები ახლა უფრო სწრაფად გამოვა, ვიდრე ბოლო ფინანსური კრიზისის დროს.


ორიგინალი: https://www.vanityfair.com/

at.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up