აშშ-ს „მებრძოლი ქორის“  ჯონ ბოლტონის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ნავთობის ფასი მომენტალურად დაეცა

აშშ-ს „მებრძოლი ქორის“ ჯონ ბოლტონის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ნავთობის ფასი მომენტალურად დაეცა

access_time2019-09-11 21:00:04

ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცა მაშინ, როცა დონალდ ტრამპმა ე.წ. ირანთან „მებრძოლი ქორი“   ჯონ ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტიდან გაათავისუფლა.ბოლტონის მოულოდნელმა გასვლამ თამაშიდან, წარმოშვა ვარაუდები, რომ აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა შესაძლოა განიმუხტოს  ან სულ ცოტა, შემცირდეს კონფლიქტის საშიშროება.


ბოლტონი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიის აქტიური მომხრე იყო. ეს კამპანია გახდა საფუძველი იმ მკაცრი სანქციებისა, რომელმაც ირანული ნავთობის ექსპორტის მკვეთრი შემცირება განაპირობა.


ამერიკული ნავთობის ფასი დაეცა 2,2 პროცენტით და ერთი ბარელის ღირებულება გახდა 57,30 აშშ დოლარი მაშინვე, როგორც კი ტრამპმა „ტვიტერზე“ ბოლტონის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გავრცელა.


„ეს რეაქცია იმან გამოიწვია,  რომ ბოლტონი ირანის მიმართ ასე მტრულად იყო განწყობილი“ ამბობს ClipperData-ს დირექტორი მეთ სმიტი. „მისი გათავისუფლების შემდეგ არის მოლოდინი, რომ ირანთან ასეთი დაძაბულობა აღარ იქნება“


არ არის ცნობილი, თუ რამდენად უკაშირდებოდა ბოლტონის წასვლა თეთრი სახლიდან მის მიერ ირანთან განხორციელებულ პოლიტიკას. ტრამპი გაღიზიანდა იმ შედეგებით, რაც ბოლტონის გადაწყვეტილებას მოყვა, როცა მან „თალიბანის“ ლიდერებს კემპ დევიდში უმასპინძლა“,-განაცხადა CNN-ის სანდო წყარომ. ტრამპა შედეგად შეხვედრა გააუქმა.



დოლანდ ტრამს თავის განცხადებაში ბოლტონის გათავისუფლების შესახებ, ირანის საკითხი არ უხსენებია. „მე არ ვეთანხმებოდი მის რამდენიმე გადაწყვეტილებას ისევე, როგორც ბევრი ჩვენგანი ადმინისტრაციაში“ - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.


გეგმის თანახმად ბოლტონს უნდა ჩაეტარებინა ბრიფინგი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინთან ერთად თეთრს სახლში.


წლის პირველ ნახევარში ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა იქამდე გაიზარდა, რომ ომის საშიშროებაც კი შეიქმნა. ნავთობზე ფასები გაიზარდა, რადგან ინვესტორები შიშობდნენ, რომ სანავთობო ტანკერებზე თავდასხმები გაწყვეტდა ორმუზის ყურეში ნავთობის მიწოდებას, რომელიც პლანეტაზე ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს ნავთობის მიწოდების კუთხით.


ClipperData-ს მონაცემებით 2018 წლის ზაფხულიდან ირანული ნავთობის ექსპორტი დღეში  2 მილიონი ბარელით შემცირდა.


ფასების უეცარი ვარდნა ნავთობზე სამშაბათ დღეს, სავარაუდოდ აისახება ნავთობით ვაჭრობაზე. სამშაბათსვე აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის მართვის ცენტრმა გააუარესა თავისი პროგნოზები ნავთობის მოხმარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ წელს ნავთობის გლობალური მოთხოვნა გაიზრდება 900 000 ბარელით დღეში, რაც  2011 წლის შემდეგ პოტენციურად ყველაზე სუსტი ზრდის მაჩვენებლია .


CNN.COM




„კერხერის“ მობილური სერვისი - დაზოგილი დრო და რესურსი ყველა ბიზნესისთვის

„კერხერის“ მობილური სერვისი - დაზოგილი დრო და რესურსი ყველა  ბიზნესისთვის
access_time2019-11-21 20:35:01
კერხერის „მობილური სერვისი“,  ეს არის სერვისს დამატებული სარგებელი, რაც გულისხმობს, არასაგარანტიო აპარატების ადგილზე დიაგნოსტირებას და შეკეთებას. ეს სერვისი განაპირობებს მომხმარებლის  დროისა და რესურსების დაზოგვას. კეხერმა საქართველოში პირველი მობილური სერვისი ოქტომბრის თვეში შესთავაზა მომხმარებელს და მას შემდეგ ამ სერვისზე  ინტერესი ყოველდღიურად...

აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ

აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ
access_time2019-11-22 12:40:07
აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ. ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. საკანონმდებლო პაკეტი, რამდენიმე კანონში  ცვლილებების  შეტანას გულისხმობს. კანონპროექტებში მათ შორის, საუბარია, აზარტულ...

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?
access_time2019-11-22 11:26:16
თბილისის სამშენებლო სექტორის აუცილებელი რეფორმის არასასურველი შედეგები, გვერდითი ეფექტები, უკვე სახეზეა და მათზე რეაგირება კომპლექსური მიდგომით, შეიძლება ითქვას, გადაუდებელი ამოცანაა. რეგულაციებში არის ისეთი ახალი ნორმები, რომელთა მყისიერი ამოქმედება არ იყო აუცილებელი. მაგალითად, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანია შეამოწმეს და დააჯარიმეს იმის გამო, რომ მეალმეს არ ჰქონდა სერტიფიკატი. არა, მეალმე ჰყავდა კომპანიას, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ახალი რეგულაციების მოთხოვნის...

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე
access_time2019-11-22 14:00:24
„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ, ეს ძალიან კარგად იცის საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა. ჯანდაცვის სამინისტოს პოზიცია არასრულყოფილი ანალიზის შედეგია“, -  ასე აფასებს კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე „ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ კლინიკური მედიცინა არ არის მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი.   საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირები დაყოფილია კატეგორიაებად.პირველი და...

ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...


მსგავსი სიახლეები

up