აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა კომპანია Apple-ი რუსეთსა და ჩინეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
„ბევრი ინფორმაცია იყო იმის თაობაზე, რომ Apple-ი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და რუსეთის რეჟიმთან თანამშრომლობდა, რათა მონაცემთა დამუშავების ცენტრები გადაეტანა იქეთ, რაც ამ ქვეყნების მთავრობებს მასშტაბური თვალთვალის ორგანიზების საშუალებას მისცემდა“, - განაცხადა უილიამ ბარმა.
აშშ-ის გენერალური პროკურორის თქმით, კომპანიამ რიგი ოფცია გათიშა, რომელსაც დემოკრატიის დამცველები ითხოვდნენ და შესაბამისად, ცენზურას შეუწყო ხელი.
უილიამ ბარმა ასევე დასძინა, რომ ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობის გამო Apple-ს გამართლება არ აქვს, როდესაც უარს ამბობს თანამშრომლობაზე იმ ქვეყნებთან, სადაც კანონის უზენაესობა არსებობს.
Imedinews.ge