აშშ-ს ფინანსურმა ბაზარმა კაპიტოლიუმის შტურმი ფაქტობრივად ვერ შეამჩნია — აშშ-ს ანალიტიკოსები

აშშ-ს ფინანსურმა ბაზარმა კაპიტოლიუმის შტურმი ფაქტობრივად ვერ შეამჩნია — აშშ-ს ანალიტიკოსები

access_time2021-01-08 11:40:56

6 იანვარი ამერიკისთვის შოკისმომგვრელ დღედ იქცა - მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეებმა კაპიტოლიუმი შტურმით აიღეს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალური ცნობა კონგრესში რამდენიმე საათით ჩაშალეს.

 

მოგვიანებით სპეცრაზმმა მომიტინგეები შენობიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებით განდევნა. ამ მოვლენების დროს 4 ადამიანი დაიღუპა.

 

ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო, იარაღის მწარმოებლების - პირველ რიგში Smith & Wesson და  Sturm Ruger & Co-ს აქციები გაძვირდა. ეს ლოგიკურია, რადგანაც შტატებში ყოველთვის ასე ხდება - ნებისმიერი  არეულობის მოლოდინში ამერიკელები პირველ რიგში კიდევ უფრო მეტ იარაღს ყიდულობენ.

 

თუმცა, მთლიანობაში ფინანსურმა ბაზარმა დედაქალაქში მიმდინარე მოვლენები თითქოს საერთოდ ვერ შეამჩნია  - 6 იანვარს Dow Jones-ის ინდექსმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა, ინდექსი S&P 500-იც გაიზარდა,  ხოლო დაცვით აქტივებზე მოთხოვნა არ გაზრდილა?

 

რატომ?

 

Oanda-ს ანალიტიკოსის ედვარდ მოიას თქმით, კაპიტოლიუმის შტურმზე ინვესტორების სუსტი რეაგირება გასაკვირიც იყო, და ამავე დროს მოსალოდნელიც.

 

ბაზრებზე ყველამ იცოდა, რომ ტრამპი უხმაუროდ არ წავიდოდა, თუმცა, ის რაც მოხვდა ყველასთვის მოულოდნელი იყო. მაგრამ საბოლოო ჯამში ბიზნესმა იცის, რომ კაპიტოლიუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლიან. პირიქით, ამით დემოკრატების გავლენა არათუ არ შემცირდება, არამედ გაიზრდება“ - განაცხადა მან.

 


კაპიტოლიუმის შტურმმა ამერიკის უახლოეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პერსპექტივებზე მოლოდინები ვერ შეცვალა, ხოლო დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებამ ფინანსური ბაზრის ზრდას ხელი შეუწყო.

 

საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად დემოკრატებმა სენატის არჩევნების მოიგეს, რაც ჯო ბაიდენს გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების მეტ თავისუფლებას ანიჭებს. მას გაცილებით უფრო თავისუფლად შეუძლია თავისი ეკონომიკური პოლიტიკოს გატარება რესპუბლიკელების წინაამღდეგობის გარეშე.

 

ბაიდენის ეკონომიკური პროგრამის ნაწილია დიდი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და სუფთა ენერგეტიკაში. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მასშტაბების დაპირებული ზრდა მომგებიანია მრეწველობისთვის და ნედლეულის სექტორებში. ხოლო სუფთა ენერგეტიკაზე აქცენტი - მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის.

 

ამ ფონზე ფინანსური სექტორის პოზიტიური მოლოდინებიც იზრდება.

 

კაპიტოლიუმის შტურმის მიუხედავად, დემოკრატების ტრიუმფის ფონზე ეკონომიკური ზრდი პერსპექტივები უოლ-სტრიტს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს“ - მიიჩნევს კომპანია CFRA-ს ანალიტიკოს სემ სტოვალი.

 

მისი თქმით, დემოკრატების ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია როგორც წესი ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

 

„1990 წლიდან შტატებში 8 პრეზიდენტი-დემოკრატი იყო, რომელიც სენატის და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიულ უმრავლესობას ეყრდნობოდა. ხელისუფლებაში მათი ყოფნის 1 წელს 6 შემთხვევაში საფონდო ბაზრის ზრდამ საშუალოდ 11,3% შეადგინა“ - ამბობს ის.

 

კომპანია TD Securities-ის ანალიტიკოსის პრიუ მისრუს თქმით, ბაზარი ყველა კარგ სიახლეს და აღდგენასთან დაკავშირებულ მოლოდინების ითვალისწინებს.

 

ინვესტორები კმაყოფილები არიან ვაქცინის გამოჩენით, რაც მათ ნორმალური ცხოვრების აღდგენის იმედს აძლევს. ინვესტორები ვაშინგტონში დატრიალებულ მოვლენებზე შორს იყურებიან. მათთვის ამჟამად მთავარი საკითხებია ვაქცინაცია, ეკონომიკის აღდგება და სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი ზომები“ - მიიჩნევს ის.

 

RBC.RU

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up