აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, თელავის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილის, მუნიციპალიტეტის განვითარების და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არჩევნების პერიოდში გაცემული დაპირებების აღსრულების შესახებ ისაუბრეს.
მოქალაქეებსა და მთავრობას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელს უწყობს ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. USAID აქტიურად მუშაობს სათემო ჯგუფებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან რათა ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას მმართველობის პროცესებში, რაც წაახალისებს უფრო ინკლუზიურ საჯარო სერვისებსა და ეკონომიკურ ზრდას.
ელჩი კელი დეგნანი თელავში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრსაც ეწვია. შეხვედრაზე შშმ პირებისთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ უწყობენ ხელს შშმ პირებს სამუშაოს მოძიებისა და თელავის განვითარებაში წვლილის შეტანის პროცესში. ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მუშაობაში USAID-სა და თელავის მუნიციპალიტეტს შორის არსებული პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც ცენტრების ფუნქციონირებას შესაძლებელს ხდის.