აშშ-ს ეკონომიკა გარდატეხის წერტილშია

აშშ-ს ეკონომიკა გარდატეხის წერტილშია

access_time2021-04-12 20:00:37

აშშ-ს ფედერალური რეზერვის უფროსის ჯერომ პაუელის თქმით, ამერიკის ეკონომიკა ამ დროისთვის „გარდატეხის წერტილში იმყოფება“ და მთავარი რაც მას აკლია, ზრდის სტაბილურობა და მდგრადობაა.

 

„ვითარება დარგების მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ დარგში საქმეები ძალიან კარგად მიდის, ზოგში კი პირიქით. ის, რასაც ჩვენ ამჟამად ვხედავთ, გარდატეხის წერტილში მყოფი ეკონომიკაა“, - მიიჩნევს პაუელი.

 

მისი თქმით, ეს წერტილი ადგილია,  საიდანაც ეკონომიკა სწრაფ ზრდას დაიწყებს, ხოლო სამუშაო ადგილები მოსალოდნელზე მაღალი ტემპით შეიქმნება. ეკონომიკურ ზრდას ხელს პირველ რიგში მასშტაბური ვაქცინაცია, საგადასახადო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში დახმარება უწყობს.

 

მისი თქმით, ამჟამად აშშ-ს ეკონომიკისთვის მთავარი საფრთხეა კორონავირუსის ხელახალი გავრცელება.

 

„ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს, და ეს ეკონომიკის და ზოგადად ნორმალური ცხოვრების აღდგენის იმედს იძლევა, თუმცა მოდუნება არ შეიძლება. ბევრი მაგალითი გვიჩვენებს, რომ ვაქცინაციის მიუხედავად, პანდემიის მესამე ტალღის რისკი მაინც საკმაოდ მაღალია. ამიტომაც კარგი იქნება, თუ ადამიანები პირბადეებს ტარებას და სოციალურ დისტანცირებას განაგრძობენ“, - მიიჩნევს ჯერომ პაუელი.

მისი თქმით, ყველაზე ნელი ტემპებით აღდგენა ადამიანებს შორის კონტაქტზე დამყარებულ დარგებში - ტურიზმში, გართობაში, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესში ხდება.


 

„ფედერალური რეზერვის პროგნოზით, ამერიკის ეკონომიკის მყარი ზრდა 2021 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ზრდა, რომელსაც ჩვენ ამ პერიოდში ველოდებით, ძალიან დამაჯერებელი იქნება“, - თვლის ჯერომ პაუელი.


მისი თქმით, ფედერალური რეზერვიც და კერძო სექტორიც 2021 წელს ეკონომიკურ ზრდას 6-7%-ს დონეზე ელის, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

 

„ასევე მოსალოდნელია უმუშევრობის მნიშვნელოვანი შემცირება, დღევანდელ 6%-დან 4-5%-მდე“, - მიიჩნევს ამერიკის მთავარი ბანკირი.


რამდენიმე დღის წინ ფედერალური რეზერვის უფროსმა მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო, სადაც განაცხადა, რომ აშშ-ს ეკონომიკის აღდგენა კორონავირუსზე სრული გამარჯვების გარეშე შეუძლებელია.

 

„ვირუსი სასაზღვრო რეჟიმს არ იცავს და მანამ სანამ მთელი მსოფლიო ვაქცინირებული არ იქნება და სანამ ახალი მუტაციების რისკი არ მოიხსნება, ჩვენ სრულად და დამაჯერებლად ეკონომიკის აღდგენას ვერ შევძლებთ. ეს მთელს მსოფლიოს და ამერიკასაც ეხება“ - განაცხადა მაშინ ჯერომ პაუელმა.

 

ჯერ კიდევ თებერვალში ფედერალური რეზერვს უფროსი ამბობდა, რომ დასაქმების პანდემიამდელ მაჩვენებლებთან დაბრუნებას წლები დასჭირდება.


„პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის თებერვალში, უმუშევრობამ შტატებში 3,5% შეადგენდა, ხოლო უკვე აპრილში ეს მაჩვენებელი 14,8%-დე გაიზარდა, რაც პანდემიის პერიოდის მაქსიმუმია. 2021 წლის იანვარში უმუშევრობა 6%-მდე შემცირდა“, - განაცხადა პაუელმა.

 

 

წყარო: www.cbsnews.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up