აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ღიად აფიქსირებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების და ქვეყნის ტერიტორიული მთლინობისადმი მხარდაჭერას- ზალკალიანი

აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ღიად აფიქსირებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების და ქვეყნის ტერიტორიული მთლინობისადმი მხარდაჭერას- ზალკალიანი

access_time2021-02-20 18:00:08

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან უმაღლეს და მაღალ დონეზე პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად. ამ კონტექსტში აღინიშნა დავით ზალკალიანის მიერ, აშშ-ის ახლადდანიშნული სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელზე გაგზავნილი წერილის მნიშვნელობა, სადაც ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა და მზაობა აშშ ახალ ადმინისტრაციასთან ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გასაძლიერებლად. მინისტრობის კანდიდატის თქმით, წერილში ასევე ყურადღება გამახვილებულია სტრატეგიული პარტნიორობის ყველა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და პერსპექტივებზე და განსაკუთრებული აქცენტია დასმული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აშშ-ის განსაკუთრებულ როლზე და ერთობლივ ძალისხმევაზე შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ღიად აფიქსირებს პრინციპულ პოზიციას რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუღებლობის თაობაზე, რასაც მოწმობს აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, სადაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო 19 იანვარს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ენტონი ბლინკენის მიერ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ კვლავ მხარს უჭერს ნატოს გაფართოებას და ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას, რაც საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტია იქნება.

დავით ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცისა და საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი ორპარტიული მხარდაჭერის დადასტურებაა აშშ-ის კონგრესის მიერ 2020 წლის ბოლოს დამტკიცებული უმნიშვნელოვანესი საკანონდებლო აქტები, მათ შორის, აშშ-ის 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი და აშშ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი. „აშშ კონგრესის მიერ ბოლო წლების მანძილზე მიღებული უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტები მკაფიოდ ასახავს აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ზრდის ტენდენციას და საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ორპარტიულ მხარდაჭერას ამ დინამიური პროცესისადმი."- განაცხადა დავით ზალკალიანმა.


მისი თქმით, აშშ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი წელსაც შეიცავს უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, ხაზგასასმელია, რომ წელსაც შენარჩუნებულია საქართველოსთის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული, რაც 132 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს და ბოლო 5 წლის მანძილზე 50 მილიონიან ზრდას წარმოადგენს.

ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მნიშვნელობას, რაც მისი შეფასებით, საქართველოსა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირებას წარმოადგენს.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენების, ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული კანონპროექტის - „საქართველოს მხრდამჭერი აქტის" ხელახალი ინიცირების მნიშვნელობა, რაც, ზალკალიანის შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის კუთხით გადადგმული ნაბიჯია.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და მასში გათვალისწინებულია სანქციების მექანიზმები, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევთა წინააღმდეგ."- აღნიშნა ზალკალიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up