“აშშ-მა შეძლო ირანის კუთხეში მოქცევა” - მაჭავარიანი

“აშშ-მა შეძლო ირანის კუთხეში მოქცევა” - მაჭავარიანი

access_time2020-01-09 20:30:58

„ვერ ვიტყოდი, რომ ეს აშშ-ს და პრეზიდენტ ტრამპის უკან დახევაა. ნაბიჯი გათვლილი იყო, როდესაც ყასემ სულეიმანზე განახორციელეს შეტევა და ფაქტობრივად, ირანის საქმიანობას რეგიონის გარეთ პარალიზება გაუკეთეს," - აცხადებს „რეზონანსთან" უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი აშშ-ირანს შორის არსებული ვითარებისა და ერთგვარი დაზავების შესახებ საუბრისას.

 

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 იანვარს საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აშშ ირანს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, რაც ირანის მოქმედებების პოლიტიკას მკვეთრად შეცვლის.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში, საჰაერო თავდასხმის შედეგად ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. ამერიკული მხარის ამ ქმედებას ირანის საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა; ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

 

ვანო მაჭავარიანი: გასათვალისწინებელია, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როდესაც აშშ-ს ირანთან მიმართებაში დაწესებული აქვს უმკაცრესი სანქციები და ამაში ჩართული არიან ევროპელი პარტნიორები. ირანი არის ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ.

 

ამ ყველაფრის მიზანია ირანის ბირთვული ხელშეკრულება გადაიხედოს და მისაღები გახდეს არა მარტო აშშ-სთვის, არამედ ზოგადად, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

 

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ არ იღებს იმ რეალობას, რომლის მიხედვითაც, ირანი „ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შემდეგ ცდილობს მსგავსი ტიპის უკვე ე.წ. შიიტური რელიგიური დაჯგუფებების მეშვეობით მართოს ერაყი, სირია, იემენი და სხვა ქვეყნები.

 


„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა უახლოეს პერიოდში აშშ-სა და ირანს შორის ასეთი ტიპის დაპირისპირებამ კვლავ იჩინოს თავი?

 

ვ.მ: დაპირისპირება უკვე წლებია მიმდინარეობს, უბრალოდ ბალანსი შეიცვალა სწორედ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციით; ირანი გარკვეულწილად შოკშია. ის რეაქცია, რაც ვნახეთ, ძალიან მოკრძალებული კონფრონტაცია იყო აშშ-სთან. ამ შემთხვევაში, აშშ-მა შეძლო და ირანი კუთხეში მოაქცია.

 

ირანი ახლა საკმოდ რთულ ეკონომიკურ, ფინანსურ თუ საერთაშორისო მდგომარეობაშია და ძალიან სერიოზული განხილვა იქნება თვითონ ირანის ხელმძღვანელობაში, თუ რა კომპრომისებზე უნდა წავიდნენ იმისთვის, რომ რეალურად არ ჩამოიშალოს ეკონომიკა, მათი პოლიტიკური მმართველობა და ამ მოლაპარაკებებში მოიძიონ პარტნიორები.

 

ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი შეიძლება იყოს რუსეთი, ევროკავშირი. ირანი მაქსიმალურად შეეცდება ამ კონფლიქტის დეესკალაციას, რაც აშშ-სთვის სასარგებლო იქნება, რომ მაქსიმალურ კონტროლს მიაღწიოს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და არა ის, რაც ხელშეკრულებაში ძალიან გაუგებარია.

 

ასევე, მაქსიმალურად შეზღუდოს ირანის გავლენა ერაყში, იემენში, სპარსეთის ყურეში, რომელიც, ფაქტობრივად, პირდაპირ ემუქრება სუნიტურ სახელმწიფოებს, თავისი დომინაციით, როგორიც არის საუდის არაბეთი, გაერთიანებული ემირატები, სურს, რომ მაქსიმალურად აკონტროლოს ნავთობის მოძრაობა იმ წყლებში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სპარსეთის ყურედ მიაჩნია.

 

„რ": აშშ-ს მხრიდან რა ეკონომიკური სანქციები უნდა განვიხილოთ ამ შემთხვევაში?

 

ვ.მ: ძალიან მძლავრი ფინანსური სანქციები: ეს შესაძლოა შეეხოს კონკრეტული ეკონომიკის სფეროებს, ფინანსურ პირობებში საბანკო მიმართულებას, გადაადგილების შეზღუდვას და ეს არის აშშ-ს და ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობის ხელში ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი.

 

ირანმა ძალიან კარგად იცის, რომ შესასრულებელი აქვს ვალდებულებები, რომელიც ბირთვული შეიარაღების აკრძალვას შეეხება. ძალიან კონკრეტულად აქვს შესათანხმებელი მისი შემდგომი როლი ახლო აღმოსავლეთში.

 

resonancedaily





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up