შეერთებულმა შტატებმა მთელ მსოფლიოში კორონავირუსთან საბრძოლველად ჰუმანიტარული, სამედიცინო და ეკონომიკური დახმარების სახით 225 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.
„მზად ვართ დამატებით 225 მილიონი დოლარი გამოვყოთ პანდემიასთან ბრძოლის გააქტიურებისთვის. ეს იქნება დამატება 274 მილიონიან დახმარების პაკეტზე, რომელიც მსოფლიოს 64 ქვეყნისთვის უკვე გამოიყო,“ - აღნიშნა პომპეომ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge