აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

access_time2020-02-26 18:45:40

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ.


გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების უკან აშშ დგას, რითიც მსოფლიოს თვალში ამერიკის იმიჯის შელახვას ცდილობენ.


Guardian-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც რუსულ დეზინფორმაციას ებრძვიან, AFP-ს უთხრეს, რომ ყალბი პიროვნებების ანგარიშებს იყენებდნენ Twitter-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე, რათა რუსული დეზინფორმაცია რამდენიმე ენაზე ეთარგმნათ.


რუსეთის მცდელობა შუღლის ჩამოგდება და აშშ-ის ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაა. კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, რუსეთის ბოროტი აქტორები კიდევ ერთხელ ირჩევენ საჯარო უსაფრთხოებაზე დამუქრების გზას, - ამბობს მაიკ პომპეოს ასისტენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი.



გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი ანგარიში ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აღვივებს აშშ ეკონომიკურ ომს ჩინეთთან და რომ ეს ვირუსი CIA-ის შექმნილი ბიოლოგიური იარაღია.ექსპერტები Guardian-თან საუბარში ამბობენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია 1980 წელს მოსკოვის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანიის მსგავსია, კერძოდ, როდესაც KGB ცდილობდა, დაერწმუნებინა ადამიანები, რომ HIV ვირუსი, რომელიც შიდსს იწვევს, ამერიკელი მეცნიერების მიერ იყო შექმნილი.


AFP სახელმწიფო დეპარტმენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის მიერ მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე ათაში ონლაინ ანგარიში, რომლებიც წარსულში პრო-რუსული გზავნილების გავრცელებაში არიან შემჩნეულები, მაგალითად, სირიის ომის, ჩილეს მასობრივი დემონსტრაციებისა და საფრანგეთში ყვითელჟილეტიანთა პროტესტის შესახებ, თითქმის იდენტურ გზავნილებს ავრცელებნ კორონავირუსის შესახებ.


იმავე ანგარიშის მიხედვით, რომელზეც წვდომა ჯერჯერობით მედიებიდან მხოლოდ AFP-ს აქვს, ანგარიშები იმართება არა ბოტების, არამედ ადამიანების მიერ და ერთდროულად იპოსტება ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.


ამ შემთხვევაში ჩვენ შევძელით დეზინფორმაციის სრული ეკოსისტემა გვენახა, მათ შორის სახელმწიფო ტელევიზიები, პროქსი ვებსაიტები და ათასობით ყალბი პიროვნების სოციალური მედიის ანგარიში ერთსა და იმავე ნარატივს აჟღერებს, - ამბობს გლობალური ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი ლეა გაბრიელა.


tabula.ge





„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა სხვებთან შედარებით რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა სხვებთან შედარებით რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად გადაუვადეს სესხები, რომელთა ნაწილი...

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2021-05-10 18:00:34
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 10 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 10 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 11 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-10 21:00:50
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შავ სიში შეყვანილ კომპანიას საქართველოს მთავრობამ 805 843 391 ღირებულების 7 კონტრაქტი გაუფორმა ერთ-ერთი ასეთი კომპანია „SINOHYDRO Corporation Limited“ - ია, კომპანია რომელიც მსოფლიოში თავისი ცუდი რეპუტაციით...

ჰაკერული შეტევის გამო, Bloomberg-ი შტატებში საწვავის გაძვირებას პროგნოზირებს

ჰაკერული შეტევის გამო, Bloomberg-ი შტატებში საწვავის გაძვირებას პროგნოზირებს
access_time2021-05-10 20:00:07
აშშ-ში ფასებმა ბენზინსა და დიზელზე შესაძლოა 2014 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწიოს და ამის მიზეზი მილსადენ Colonial Pipeline-ის ოპერატორ-კომპანიაზე ჰაკერული შეტევაა. 8 მაისს ბენზინის საშუალო პასი 2,96 დოლარი 1 გალონზე (4 ლიტრი) იყო, ხოლო, სააგენტოს პროგნოზით, მაისს ბოლოს, როდესაც შტატებში ტრადიციული საზაფხულო სეზონი იწყება ფასმა შესაძლოა გალონზე 3 დოლარს გადააჭარბოს - ბოლოს ასეთი ფასი 2014 ლის ოქტომბერში დაფიქსირდა. ამჟამად...

მსოფლიოში სურსათზე ფასებმა 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

მსოფლიოში სურსათზე ფასებმა  6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია
access_time2021-05-10 19:00:43
გლობალური ბაზრებზე ჯერ კიდევ 2020 წელს დაწყებული სურსათის გაძვირება გრძელდება -  სოფლის მეურნეობის და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, აპრილში კვების პროდუქტებზე ფასებმა 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.   სასურსათო ფასების საერთაშორისო ინდექსი 2021 წლის მანძილზე 30,8%-ით გაიზარდა და 120,9 პუნქტს მიაღწია. ამ დინამიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ყველაზე მეტად კი, შაქრის...


მსგავსი სიახლეები

up