აშშ-მა ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა. ამ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. დოკუმენტში, რომლესაც ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა, ნათქვამია, რომ ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლები და მათი ქმედებები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას კვლავ საფრთხეს უქმნიან.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ბელარუსში მუდმივად ხდება ადამიანების უფლებების დარღვევა, რეპრესიები, უკანონო დაკავებები და გატაცებები.
აღნიშნული სანქციები აშშ-მა ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებს 2006 წელს დაუწესა. სანქციების ვადა 16 ივნისს იწურებოდა.
IPN.GE