აშშ-მ თურქეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო

აშშ-მ თურქეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო

access_time2020-12-17 20:00:49

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ს და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე ახალი შეზღუდვები შემოიღო. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ანკარის მიერ საჰაერო თავდაცვის რუსული სისტემის С-400-ს ყიდვა გახდა.

 

შეზღუდვების მთავარი სამიზნეა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველო - მისი ხელმძღვანელების მიმართ პერსონალური სანქციების გარდა, მიღებული გადაწყვეტილება თურქეთისთვის ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებას კრძალავს.

 

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თავისი არსებობის ბოლო კვირებში თურქეთის მიმართ სანქციების პაკეტს ამზადებს, მასმედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. 14 დეკემბერს კი აშშ-ს სახელმწიფი მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების შემოღების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

 

მისი თქმით, თურქეთს გონს მოსვლის და რუსეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმის შესაძლებლობა კიდევ დარჩენილი აქვს.

 

რუსეთთან თანამშრომლობა თურქეთისთვის სულ უფრო მეტად პრობლემური და პოლიტიკური რისკების შემცველი იქნება. მოვუწოდებ თურქეთს  С-400- საკითხი შტატებთან ერთად გადაწყვიტოს - განაცხადა პომპეომ.

 

თურქეთთან ურთიერთობების კურატორმა სახელმწიფო დეპარტამენტში მეტიუ პალმერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თავის მოკავშირეს ზურგს კი არ აქცევს, არამედ მას ურთიერთვალდებულებების შესახებ ახსენებს.

 


ჩვენ ვმუშაობთ თურქ კოლეგებთან შტატებთან ურთიერთობების გამყარებისთვის, და ვცდილობთ გავაგებინოთ მათ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა მათთვის ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე რუსეთთან. ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ თურქეთის როლს ნატო-ში, კერძოდ ავღანეთს და კოსოვოს მისიაში. თუმცა, თურქეთის მიერ С-400- შეძენა ქვეყნის, როგორც ნატოს წევრის, ვალდებულებებს უხეშად ეწინაამღდეგება - განაცხადა დიპლომატმა.

 

კონკრეტულ ზომებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება შტატებს ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა.

 

როგორც უკვე თქვა, ვაშინგტონის მთავარი სამიზნეა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველო. ამ უწყებასთან დაკავშირებული რამდენიმე ადამიანს მიმართ პერსონალური სანქციებია შემოღებული - მათ შორის არიან სამმართველოს უფროსი ისმაილ დემირი, მისი მოადგილე ფარუკ იგიტი, ამავე უწყების საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის უფროსი მუსტაფა ალპერი და მისი მოადგილე სერხატ გენჩოგლუ.

 

მათი ანგარიშები და აქტივები შტატებში გაიყინება, და მათ შტატებში შესვლა აეკრძალებათ.

 

გარდა ამისა, დოკუმენტი თურქეთისთვის საექსპორტო ლიცენზიის და ამერიკული ტექნოლოგიების გადაცემას, ფინანსურ ორგანიზაციებს კი თურქეთის თავდაცვითი მრეწველობისთვის სესხების გაცემა კრძალავს.

 

ასევე აშშ შეეწინაამღდეგება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების  მიერ თურქეთისთვის სესხების გამოყოფას იმ შემთხვევაში, თუ ამ სახსრების სამხედრო დანიშნულებით გამოყენების ალბათობა იქნება.

 

 

Kommersant.ru

 

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up