აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

access_time2019-07-22 20:00:40


“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში.


დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის მოძიება.


ს-400 შეძენა არღვევს ნატოს წევრი ქვეყნების ვალდებულებას არ გამოიყენონ რუსული შეიარაღება, რომელიც შეუთავსებელია ალიანსის სამხედრო აღჭურვილობასთან.


„ამ მოვლენამ შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს თურქეთის და ნატოს ურთიერთობებზეც, თუმცა, აშშ განაგრძობს თანამშრომლობას თურქეთთან სხვა საკითხებში,“ - ნათქვამია განცხადებაში.


პენტაგონის მონაცემებით, F-35-ს პროგრამიდან გასვლის შედეგად თურქეთის მიერ მიღებული ზარალი მიაღწევს 8, 2 მლრდ, დოლარს - სწორედ ამ მოცულობის ინვესტიციების ჩადება იგეგმებოდა თურქეთში საწარმოს გახსნაზე.



აშშ-ს დანაკარგი იქნება ბევრად უფრო მოკრძალებული - 500-600 მლნ. დოლარი - ეს თანხა დაიხარჯება თურქეთიდან უკვე არსებული წარმოების აშშ-ში გადატანაზე.


ასევე აშშ არ მიჰყიდის თურქეთს ამ ტიპის 100 თვითმფრინავს, როგორც ეს იყო დაგეგმილი პროექტის რეალიზების დასაწყისში.


თავად თურქული მხარე აცხადებს, რომ იძულებული იყო ეყიდა ს-400, რადგანაც ამერიკული სისტემა „პატრიოტი“ ბევრად უფრო ძვირია.


Bloomberg-ის მონაცემებით, ტრამპის ადმინისტრაცია ასევე ამზადებს სხვა სანქციების პაკეტს თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც  ამ დღეებში გამოცხადდება.


საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დონალდ ტრამპმა, რომელმაც თანხმობის შემთხვევაში ხელი უნდა მოაწეროს  ბრძანებულებას სანქციების ამოქმედების თაობაზე.


აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციაში მომზადდა სანქციების 3 განსხვავებული პაკეტი, რომელთა შორის ერთის არჩევა მოუწევს აშშ-ს პრეზიდენტს.


რაც შეეხება თურქულ მხარეს - ერდოღანის განცხადებით, F-35-ის პროგრამიდან თურქეთის გარიცხვის და თვითმფრინავების მიყიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში, ანკარა შტატებს საერთაშორისო ინსტანციებში უჩივლებს  და მოითხოვს წინასწარ გადახდილი 1,5 მლრდ. დოლარის დაბრუნებას.


Bloomberg





პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up