აშშ-მ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის სპეციალური მრჩეველი გამოგზავნა

აშშ-მ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის სპეციალური მრჩეველი გამოგზავნა

access_time2020-06-04 10:50:58

„საქართველოს კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება-განვითარების სტრატეგიის ფარგლებში აშშ-დან სპეციალური მრჩეველი ქვეყანას შემოდგომაზე ესტუმრება“- ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ მაიკლ ქაუგლმა განუცხადა.


ბანკების მნიშვნელოვანი ალტერნატივა საქართველოში -კაპიტალის ბაზარი, ბიზნესისთვის საჭირო თანხის მოძიების გამარტივებას ისახავს მიზნად. ქვეყანაში ამ ბაზრის ჩამოყალიბებასა და განვითარების აუცილებლობაზე ეკონომისტები წლებია საუბრობენ, ამასთან აღნიშნავენ, რომ ბანკების მონოპოლია ამ ბაზრის ჩამოყალიბებას ხელს უშლის.


საქართველოს მხარე სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად კაპიტალის ბაზრის შექმნაში ხელშეწყობას ასახელებს. სპეციალური მრჩეველი აშშ-დან ეროვნულ ბანკთან ითანამშრომლებს.



„აშშ-ი უზრუნველყოფს  სახაზინო დეპარტამენტიდან მრჩევლის გამოგზავნას საქართველოში კაპიტალის ბაზრის შექმნის ინიციატივის მხარდასაჭერად. ასევე, აშშ და სხვა საერთაშორისო პარტნიორები აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებთან სასამართლო სისტემის კომპეტენციისა და გამჭვირვალობის ასამაღლებლად. მრჩეველი აპრილის თვეში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა პანდემიისა და ფრენების აკრძალვის გამო ზაფხული ბოლოს ან ადრეულ შემოდგომაზე ესტუმრება  საქართველოს და ეროვნულ ბანკთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.“  - განმარტავს მაიკლ ქაუგლი.


საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2016 წელს შეიქმნა. დოკუმენტში განმარტებულია, რომ ფინანსური სექტორის უდიდესი ნაწილი კომერციულ ბანკებზე მოდის ხოლო კაპიტალის ბაზრების როლი მოკრძალებულია. ამ ბაზრის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებად კი მიჩნეულია-მოძველებული ან და არ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ართულებს როგორც ვაჭრობის ისე ანგარიშსწორების პროცესს; არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილება ბაზრის მონაწილეთა მხრიდან; ბაზრის სხვა სეგმენტის, მათ შორის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობა; მაღალი ტარიფები და ემისიებთან დაკავშირებული ხარჯები; არასაკმარისი ლიკვიდობა, რაც ზღუდავს ინვესტორების დაინტერესებას; შემოსავლიანობის მრუდის არარსებობა, რაც შეუძლებელს ხდიდა ფასწარმოქმნას; ემიტენტების არასაკმარისი გამჭვირვალობა, სუსტი კორპორატიული მმართველობა და კომპანიების კრედიტუნარიანობის შეფასების არაეფექტური სისტემა; ინსტიტუციონალური ინვესტორების არ არსებობა; არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა; დაბეგვრის სისტემა, რომელიც არ უწყობს ხელს ბაზრის განვითარებას.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up