აშშ-მ  ევროპულ ავტოიმპორტზე ტარიფების შემოღება გადადო

აშშ-მ ევროპულ ავტოიმპორტზე ტარიფების შემოღება გადადო

access_time2019-05-16 20:00:07


იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი შემოიღებს საიმპორტო ტარიფებს ევროპულ ავტომობილებზე, კონტინენტის უმსხვილესი მწარმოებლის - გერმანიის - ავტომრეწველობა  15%-ით იზარალებს - იუწყება CNBC ანალიტიკოსების დასკვნაზე დაყრდნობით.


გადაწყვეტილება ევროპული ავტომობილების შტატებში იმპორტის აკრძალვის თაობაზე განხილვის სტადიაზეა და თუ მას საბოლოოდ მიიღებენ, ის  მთელს ევროპულ ავტოინდუსტრიას დაარტყამს. თუმცა, ყველაზე მეტად დაზარალდება გერმანია, როგოც აშშ-ში ევროპული ავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი.


კომპანია Axioma-ს აღმასრულებელი დირექტორის კრისტოფ შონის აზრით, ავტომრეწველობის გარდა ზიანი მიადგება ასევე საფონდო ბაზარს, რომელიც  სავარაუდოდ 6%-ით დაეცემა.


თუმცა, ჯერ სანქციები არაა შემოღებული და გერმანული საბირჟო ინდექსი DAX-მა 2019 წელს  11% გაიზარდა, ამავე დროს Volkswagen-ს და Daimler-ის აქციები შესაბამისად 7% და 15%-ით გაძვირდა .


ტრამპი  ევროპელების 20%-ანი ტარიფების შემოღებით ჯერ კიდევ 2018 წელს იმის გამო დაემუქრა, რომ, მისი აზრით, სავაჭრო დისბალანსი ემუქრება შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას. ევროკავშირი არის ავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი მსოფლიოში, აშშ- კი - უმსხვილესი იმპორტიორი.


„სიტუაცია გერმანიასთან არის აშშ-ს და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გაგრძელება. გერმანიის მშპ-ს 47% მოდის ექსპორტზე და ქვეყნის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან სწორედ ჩინეთი და ამერიკა. ასე, რომ სავაჭრო კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში გერმანია გახდება კიდევ უფრი მოწყვლადი,“  - ამბობს საინვესტიციო კომპანია Alliance Bernstein-ის დირექტორი მარკ ფელპსი.


ევროკავშირის ხელმძღვანელობამ გააკეთა ყველაფერი ტარიფების შემოღების თავიდან ასაცილებლად - ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც შეხვდა დონალდ ტრამპს. იგი თითქოს შეუთანხმდა აშშ-ს პრეზიდენტს მოლაპარაკების დაწყებაზე არათუ ახალი ტარიფების შემოღებაზე, არამედ უკვე არსებულების განულებაზე.


გარდა ამის ბრიუსელი შეჰპირდა ვაშინგტონს, რომ  მეტ ამერიკულ თხევად გაზს იყიდის.


თუმცა, შეთანხმება არ სრულდება და მხარეებს ჯერაც არ დაუწყიათ მისი რეალიზება. აშშ-ს და ჩინეთს შორის ურთიერთობებში ესკალაციის ზრდა იწვევს შეშფოთებას ევროპაში. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ტრამპი შეინარჩუნებს მკაცრს მიდგომას ევროპისადმი.


„თუ ჩვენ მართლაც მივიღებთ ამერიკულ საავტომობილო ტარიფებს, შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველა ეკონომიკური პროგნოზი - არ დარჩება არავითარი შანსები წლის მეორე ნახევარში აქტიური ეკონომიკური ზრდისთვის, რომელსაც ჩვენ ველით,“ - განაცხადა ეკონომისტმა ფლორიან ჰენსემ.


თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე აშშ-ს პრეზიდენტისთვის მთავარი მოწინააღმდეგე არის ჩინეთი და ის იქნება დაკავებული სწორედ პეკინთან ურთიერთობების გარკვევით.


არსებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია  ევროპულ ავტოიმპორტზე ტარიფების დაწესებას მინიმუმ 6 თვით გადადებს. გადაწყვეტილება უნდა მიღებულ იყო 17 მაისს, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა.


2019 წლის თებერვალში აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ მიაწოდა დონალდ ტრამპს მოხსენება ავტოიმპორტის გავლენის თაობაზე ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ამის შემდეგ ტრამპს 90 დღის მანძილზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება - ღირს თუ არა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ევროპული ავტოიმპორტის აკრძალვა.


პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე გამოიყენა ფორმულირება „აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოება“, როგორც საბაბი მეტალურგიული პროდუქციის იმპორტის შეზღუდვისთვის.


თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით აზრები გაიყო -  აშშ-ს საავტომობილო კვლევების ცენტრის აზრით, 25%-იან ტარიფების შემოღების შემთხვევაში, აშშ-ს ავტომრეწველობაში და მასთან დაკავშირებულ დარგებში  366 000 სამუშაო ადგილი დაიკარგება.


RBC


თეგები:
აშშ ევროპა



„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up