აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა

access_time2021-05-12 20:00:08

ბოლო წლების მანძილზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ერთ-ერთ კერად რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს პროექტი რჩებოდა. ეს მხოლოდ გაზის მიწოდების პრობლემა არაა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გერმანიაში გაზის ტრანსპორტირების გარდა, პუტინის მაქინაციებს ხელს უწყობს. ამ პროექტით რუსეთი უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმას და ამით კიევის დასჯას აპირებს.



ნიშანდობლივია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მხარე არც ბერლინს და არც ბრიუსელს არ აწუხებთ და ეს მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებთან ათობით ათასი რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი.



გაზსადენის ისტორია სავსეა შპიონური ინტრიგებით, პოლიტიკური მაქინაციებით და იურიდიული კაზუისტიკით, რომელიც ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნის.



ამერიკა გაზსადენს სანქციებით ებრძვის, ეს კი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ გერმანიის უკმაყოფილებასაც იწვევს. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და საჭიროა ინიციატივა, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს დააკმაყოფილებს.



შესაძლოა ეს ევროკავშირის 12 ქვეყნების მიერ წარდგენილი „3 ზღვის ინიციატივა“ გახდეს, რომელიც დამოუკიდებელი ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.



ფონდი „3 ზღვა“ 1,2 მლრდ. დოლარის საინვესტიციო კაპიტალს ფლობს და ამჟამად მისი ექსპერტები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სიის შექმნაზე მუშაობენ.




ევროპის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იფიქრებს ამერიკის საერთაშორისო ფინანსური კორპორაციაც, რომელიც ჯო ბაიდენის ხელში ძლიერი ბერკეტი იქნება. ჯერ კიდეც ტრამპის დროს ფონდ ევროპის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 300 მლნ. დოლარი გამოჰყო. თუმცა, თანხის ათვისება ჯერ არ დაწყებულა. მაშინ, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა პანდემიური შოკიდან გამოდის, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა იყოს ძლიერი პარტნიორი, რომელიც ევროპის ენერგეტიკულ სექტორს სიცოცხლისუნარიან ალტერნატივებს შესთავაზებს.



„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის პოსტის შემოღება დღეს უკვე დაგვიანებულია, როგორც ჩანს, პროექტის დასრულებას უკვე ვერაფერი შეაჩერებს. მაგრამ ფაქტია, რომ ევროპას ენერგია და შესაბამისად, მრავალი სხვადასხვა მილსადენი სჭირდება, და ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომელზეც შტატების თავისი როლის შესრულება შეუძლია.



ამერიკამ ევროპას სწორი მილსადენების მშენებლობაში ხელი უნდა შეუწყოს, და ამ კუთხით „3 ზღვის ინიციატივა“ შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს. გერმანიის და აშშ-ს ერთობლივმა აქტიურობამ ამ პროგრამის ფარგლებში შესაძლოა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მიერ მიყენებული პოლიტიკური ზიანის კომპენსირება მოახდინოს.


ასევე ცნობილია,  ბერლინი და ვაშინგტონი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მხრიდან უკრაინის მიმართ რისკებს შემცირების გეგმაზეც მსჯელობენ. გაზსადენი ამუშავდება, ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, რომ უკრაინული ტრანზიტი არსებულ მასშტაბებში შენარჩუნდება.


nationalinterest.org

თენგიზ აბლოთია

თეგები:
აშშ



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up