აშშ-მ ჩინურ კორპორაციებს ამერიკულ ბირჟებზე აქციების განთავსება აუკრძალა

აშშ-მ ჩინურ კორპორაციებს ამერიკულ ბირჟებზე აქციების განთავსება აუკრძალა

access_time2020-05-21 18:30:43

აშშ-ს სენატმა ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ჩინურ კორპორაციებს, როგორებიცაა Alibaba Group Holding-ი და Baidu Inc-ი, აშშ-ს საფონდო ბირჟებზე აქციების განთავსება აეკრძალათ. ეს ყველაფერი კი მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკურ გიგანტს შორის არსებული დაძაბულობის კიდევ ერთი ეტაპია.  


კანონპროექტი, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კენედიმ  და დემოკრატმა კრის ვან ჰოლენმა შეიმუშავეს.


ამერიკელმა კანონმდებლებმა ჩინეთის უმსხვილესი კორპორაციებიდან შემოდინებულ მილიარდობით დოლარს, ფაქტობრივად კარები მიუხურეს. შეშფოთებას მათში იწვევს ის, რომ ამერიკული ფული აზიური ქვეყნის უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციების საქმიანობას აფინანსებს, რომელიც მოიცავს სფეროებს, ხელოვნური ინტელექტით დაწყებული მონაცემთა ბაზით დასრულებული.   


აშშ-ში რეგისტრირებული ჩინური კომპანიების აქციების ფასი, მათ შორის Baidu-სა და Alibabas აქტივები ნიუ იორკის ბირჟაზე დღეს მნიშვნელოვნად დაეცა მაშინ, როდესაც მთლიანობაში ბაზარი ზრდას განიცდიდა.


თუ კომპანია ვერ ამტკიცებს, რომ არ იმყოფება უცხო ქვეყნის კონტროლქვეშ, ზედიზედ სამი წლის მანძილზე ვერ ხდება მათი საქმიანობის აუდიტორული შემოწმება, მაშინ ამ კომპანიის ფასიანი ქაღალდები აშშ-ს  ბირჟებზე იკრძალება.


„მე არ მინდა ახალი ცივი ომის წამოწყება, უბრალოდ ჩინეთმა წესების მიხედვით უნდა ითამაშოს“ - განაცხადა სენატორმა კენედიმ.



95 პროცენტი იმ ფირმების, რომელთა ფინანსების დაკვირვება აშშ-ს აუდიტორების მიერ ვერ ხერხდება, ჩინელ აუდიტორებს იყენებენ.


„აშშ-ს მიერ ლისტინგის პროცესების გამკაცრებამ შესაძლოა სამომავლოდ მსხვილი ჩინური კომპანიების გეგმებზეც იმოქმედოს. მაგრამ რადგანაც დიდი ხანია მიმდინარეობს პროცესები და განხილვები ამ საკითხზე, სხვა ჩინური კომპანიები უკვე დარეგისტრირდნენ ჰონგკონგში ან გეგმავენ ამის გაკეთებას,“ - განაცხადა ანალიტიკოსმა ჯეიმს ჰალმა.


ყველა ჩინური ორგანიზაცია, რომელიც დარეგისტრირებულია აშშ-ში,  შეიძლება უახლოს წლებში მნიშვნელოვნად დაზარალდეს.

ტრამპმა ჩინეთის მიმართ რიტორიკა ოთხშაბათის განცხადებებით გაამკაცრა, სადაც ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი აშშ-სა და ევროპის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ შეტევებში დაადანაშაულა.

ეს ყველაფერი „ზემოდან“ მოდის.  ჩინეთს ძალიან უნდა, რომ საპრეზიდენტო მარათონი ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოიგოს,“-განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.


სამშაბათს სენატორმა კენედიმ FOX NEWS-ს განუცხადა, რომ კანონპროექტი ამერიკული ბირჟების მიმართ დაინერგება, როგორებიცას ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა და Nasdaq-ი.


„ისინი იტყუებიან მე კი კანონპროექტი მაქვს, რომელიც მათ ხელს შეუშლის წესების დარღვევაში“ - განაცხადა კენედიმ.


ყველაფერი  დაიწყო იმით, რომ ჩინეთმა ორგანიზაცია PCAOB-ს (ინვესტორების დაცვა აუდიტის მეშვეობით) უარი უთხრა იმ ფირმების ბუღალტრული ჩანაწერების შემოწმებაზე, რომელთა აქციები ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ივაჭრება.


გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ თვალს ადევნებს ჩინურ კორპორაციებს, რომლებიც აშშ-ს ბირჟაზე ოპერირებენ, მაგრამ წესებს არღვევენ . მანვე აღნიშნა, რომ მათი შეფერხება უსიამოვნო შედეგებს გამოიწვევს და ბირჟები ლონდონის ან ჰონკონგის ბაზარზე გადაინაცვლებენ.


Bloomberg.com

 

მარიამ მორგოშია


თეგები:
აშშ ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up