აშშ-მ ჩეჩენი სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

აშშ-მ ჩეჩენი სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

access_time2020-12-19 17:00:14

ვაშინგტონმა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მიერ დაარსებული მამამისის სახელობის ახმატ კადიროვის ფონდის და მასთან დაკავშირებული სპორტული კლუბების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.


ამ ფონდის შემადგენლობაში 2 დიდი სუბიექტი შედის - საფეხბურთო კლუბი „ახმატი“, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, და შერეული ორთაბრძოლების ფედერაცია ММА-ს ფილიალი Absolute Championship Akhmat, სადაც გაერთიანებულები არიან ჩეჩენი მებრძოლები. ამ ასოციაციაში წევრობა მათ საერთაშორისო, მათ შორის, ამერიკულ არენაზე, გზას უხსნის.


სანქციების პირდაპირი შედეგი იქნება შტატებთან ყოველგვარი კონტაქტების შეწყვეტა.

ამ მხრივ, საფეხბურთო კლუბის მდგომარეობა შედარებით ნაკლებად პრობლემურია.


„ახმატს“ არც აქამდე ჰქონდა შეხება ამერიკული ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, ამიტომაც ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვლება, კლუბს რუსეთის მთავრობა აფინანსებს, და მას ამერიკის, ან ზოგადად საერთაშორისო ფინანსურ ბაზართან წვდომა არაფერში არ სჭირდება. ასევე ის შტატებში არავითარ აქტივებს არ ფლობს“ - განაცხადა ბრიტანული კონსალტინგური კომპანია Aperio Intelligence -ის ანალიტიკოსმა ჯორჯ ვოლოშინმა.


გაცილებით უფრო დიდი პრობლემები Absolute Championship Akhmat (ACA)-ს მოელის. საფეხბურთო კლუბისგან განსხვავებით ეს საერთაშორისო ორგანიზაციაა, და ის ამერიკასთან პირდაპირაა დაკავშირებული - პირველი რიგში თუნდაც იმიტომ, რომ შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ამერიკა შეუცვლელი პარტნიორია.


სწორედ შტატებში მოქმედებს ყველა ძირითადი ფედერაცია, მათ შორის MMA და UFC, ამერიკელი მებრძოლები ითვლებიან მსოფლიოში საუკეთესოებად, და ყველა პოპულარული შეჯიბრებები სპორტის ამ სახეობაში სწორედ შტატებში ტარდება.


შერეულის სტილის მებრძოლი, რომლისთვისაც ამერიკა დახურულია - ზრდის და წინსვლის ყოველგვარ პერსპექტივას კარგავს.

ACA-ს უცხოეთთან, და პირველ რიგში შტატებთან უამრავი კავშირები გააჩნია - ჩეჩენი სპორტსმენები ამერიკაში გამართულ შეჯიბრებებში ხშირად მონაწილეობენ, გარდა ამის ACA ტურნირებს უცხოელი, მათ შორის ამერიკელი სპორტსმენების მონაწილეობთ ხშირად ატარებს.


ამ დროისთვის ACA-ს ჩემპიონი მძიმე წონაში ამერიკელი ტონი ჯონსონია, და მას ასოციაციის დატოვება მოუწევს ახლახანს ხელმოწერილი 3-წლიანი კონტრაქტის მიუხედავად.

Absolute Championship Akhmat-ის ატლეტური კომისიის რამდენიმე წევრი და კომენტატორი ასევე ამერიკელია, ასოციაცია კი ტურნირებს არა მხოლოდ ჩეჩნეთში და რუსეთში, არამედ ევროპაში და ამერიკაშიც ატარებს.

სანქციები ამერიკასთან დაკავშირებულ ყველას და ყველაფერს შეეხება  - მაგალითად, ბრაზილიის მოქალაქეს, რომელიც ფლობს პლასტიკურ ბარათს, ან აქვს გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელსაც SWIFT-ის სისტემა ემსახურება.


ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც ბრაზილია შერეული ორთაბრძოლების მეორე ცენტრია შტატების შემდეგ, და АСА-სი რამდენიმე ბრაზილიელი მებრძოლიცაა გაწევრიანებული.  მათ გაერთიანების დატოვება მოუწევთ წინაამღდეგ შემთხვევაში ისინი აშშ-ს ვიზას ვერასდროს მიიღებენ,

შეზღუდვები საბოლოოდ გაანადგურებს Absolute Championship Akhmat-ს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციას - ის ვერ უცხოეთში თავის მებრძოლებს გააგზავნის, ვერც ჩეჩნეთში უცხოელ სპორტსმენებს ჩამოიყვანს, და ვერც სხვა ქვეყნებში შეჯიბრებებს ვერ ჩაატარებს.


სადღეისოდ,  АСА-ს რამდენიმე მებრძოლი ამერიკულ UFC-ში გამოდის - ჩეჩნები მაგომედ ანკალაევი და საიდ ნურმაგომედოვი, რუსი მაქსიმ გრიშინი, და ქართველი ლიანა ჯოჯუა. სანქციების შემოღების შემდეგ მათ ან АСА-სთან დამშვიდობება, ან ამერიკის დატოვება მოუწევთ.

ასევე მოსალოდნელია, რომ АСА-ს აკაუნტები  Facebook, Instagram და YouTube-ში დაიბლოკება, ისევე როგორც ეს რამზან კადიროვის პირად აქაუნტების დაემართა. ასოციაცია სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებს, და მათი დაკარგვაც მისთვის მძიმე დანაკლისი იქნება.

 

rbc.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

 


თეგები:
ჩეჩენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up