აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ჩინეთს კორონავირუსის პრევენციისთვის $100 მილიონს გამოუყოფს. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე კვირას, აშშ-ის ხელისუფლებამ ჩინეთში შემოწირულობის სახით 17,8 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა ჩაიტანა. მათ შორის სამედიცინო ნიღბები, ტანსაცმელი, რესპირატორები და დოლბანდები.
Imedinews