აშშ, კანადა და მექსიკა სავაჭრო შეთანხმებას 30 ნოემბერს გააფორმებენ

აშშ, კანადა და მექსიკა სავაჭრო შეთანხმებას 30 ნოემბერს გააფორმებენ

access_time2018-11-09 13:09:47

აშშ, კანადა და მექსიკა ახალ სავაჭრო შეთანხმებას 30 ნოემბერს გააფორმებენ. შეთანხმებას ხელი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში მოეწერება, სადაც ამავე დღეს დიდი ოცეულის სამიტი იწყება.


ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი სამივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამოწმოს, ძალაში შესვლისთვის კი სახელმწიფო ლიდერებმა მას ხელი უნდა მოაწერონ.


ქვეყნები შეთანხმდნენ ახალი სამმხრივი სავაჭრო შეთანხმების პირობებზე, რომელშიც მექსიკაც მონაწილეობს. ის შეცვლის თავისუფალ ვაჭრობაზე ჩრდილოამერიკულ შეთანხმებას (NAFTA), რომელიც 1994 წლიდან მოქმედებდა.


კანადა მოლაპარაკებების ბოლო დღეს დათანხმდა თავისი რძის მრეწველობის მხარდამჭერი ზომების შეზრუდვაზე, მასინ როდესაც აშშ დათანხმდა კანადის და მექსიკის უფლებას იდავონ ვასინგტონის პროტექციონისტულ ზომებზე. პრეზიდენტმა ტრამპმა შეთანხმებას უკვე უწოდა „დიდებული გარიგება“.


ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმებაზე ახალი დოკუმენტი სავარაუდოდ უახლოეს 2 თვეში გაფორმდება. ახალ გარიგებაზე კომენტარი ცოტა ხნის წინ კანადის პრემიერმაც გააკეთა. ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა რომ ის შედეგით კმაყოფილია. პრემიერმინისტრის თქმით, კანადა იმ პირობებს დათანხმდა, რომლებიც ქვეყნისა და საშუალო კლასის მოქალაქეებისთვის ხელსაყრელი იყო.


აღსანიშნავია, რომ 24 წლის წინ დადებული ჩრდილოამერიკული სავაჭრო ხელშეკრულება, დონალდ ტრამპს წამგებიანად მიაჩნდა. თეთრი სახლის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამ შეთანხმების გამო ამერიკაში საწარმოები დაიხურა და სამუშაო ადგილები შემცირდა.



ვაშინგტონსა და ოტავას შორის ამ საკითხზე ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მექსიკამ ახალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. კანადა, კი რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მესამე მხარე იყო, ახალი შეთანხმების მიღმა დარჩა.


"ჩვენ უარი ვთქვით სახელ NAFTA-ზე, რადგან მას უარყოფითი დატვირთვა ჰქონდა, ეს შეერთებულ შტატებს ბევრი წლის განმავლობაში ძლიერ აზარალებდა" - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თუ კანადა ახალ სამმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებას აღარ შეუერთდებოდა, ამერიკა მისი ავტომობილების იმპორტზე გადასახადს გაზრდიდა.


ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის ეკონომიკურ ალიანსს წარმოადგენს, 1992 წელს გაფორმდა, 1994 წელს კი ამოქმედდა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადასა და მექსიკას შორის თავისუფალ ვაჭრობას არეგულირებდა.


NAFTA-ს გადახედვა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.


სამმხრივი ბაზრის ყოველწლიური მოცულობა 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.


imedinews.ge










"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up