შეერთებულ შტატებს შეუძლია Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დაუყოვნებლივ განაახლოს, - ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანოებმა განაცხადეს.
„დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა“ და „საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის“ განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ მძიმე თრომბის და დაბალი თრომბოციტების განვითარების რისკი ძალიან დაბალია და 8 მილიონ აცრილს შორის მხოლოდ 15 შემთხვევა დაფიქსირდა.
აშშ-ის „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ მონაცემებით, აღნიშნული სინდრომი 30-დან 39 წლამდე ასაკის ქალებში მილიონიდან შვიდ შემთხვევაში, 50 წელს ზემოთ ასაკის პირებში კი, მილიონიდან ერთი შემთხვევაში გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერების რეკომენდაცია ექვს ვაქცინირებულში თრომბის წარმოქმნის შემთხვევის გამო გასცეს და აშშ-სა და სამხრეთ აფრიკაში ვაქცინაცია, ევროპაში კი ვაქცინის შეტანა შეჩერდა. სამშაბათს ევროპის წამლის სააგენტომ განაცხადა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის სარგებელი მის რისკს აღემატება, რის შემდეგაც Johnson & Johnson-მა ვაქცინის ევროპისთვის მიწოდება განაახლა.
Ipn.ge