აშშ-ის ყოფილი ელჩები: კენეტ იალოვეცი, ჯონ ტეფტი და უილიამ კორტნი საქართველოს ხელისუფლებას „კავკასუს ონლაინის“ საქმესთან დაკავშირებით აფრთხილებენ

აშშ-ის ყოფილი ელჩები: კენეტ იალოვეცი, ჯონ ტეფტი და უილიამ კორტნი საქართველოს ხელისუფლებას „კავკასუს ონლაინის“ საქმესთან დაკავშირებით აფრთხილებენ

access_time2020-09-30 11:16:18

ცვლილებები „კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით და საგანგებოდ ჩატარებულ სხდომებზე მიიღო, უცხოური მედიის, პოლიტიკოსების, დიპლომატების და ექსპერტების ყურადღების ქვეშ მოექცა.


ამერიკული გამოცემა The National Interest საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების, კენეტ იალოვეცის, ჯონ ტეფტის და უილიამ კორტნის სტატიას აქვეყნებს. დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების, პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის შესახებ წერენ და რუსულ საფრთხეებზე მიანიშნებენ: არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ რუსეთი ეცდება საპარლამენტო არჩვნებში ჩარევას. ამჟამინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა უკვე ორჯერ გაგვაფრთხილა, რომ „ქართველები უნდა ელოდნენ, რუსეთის მხრიდან არჩევნებში უხეშ ჩარევას“ და ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა „გრძელვადიანი სქემა, რომელსაც რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებით და სხვა საშუალებებით დიდი ხანია ახორციელებს“ - წერენ ამერიკელი დიპლომატები.


ყოფილი ელჩები განსაკუთრებულად გამოყოფენ „კავკასუს ონლაინის“ საქმეს და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება, კომუნიკაციის შესახებ კანონში  ცვლილებების გზით, ცდილობს უკვე გაფორმებული გარიგება გააუქმოს და უარესი, დააყადაღოს კომპანიის აქტივები. არის რისკი, რომ კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლოს. შესაძლოა, ამ მოვლენებმა პოტენციური უცხოური ინვესტიციები შეაჩეროს და შეაშინოს ინვესტორები“.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ გადაწყვიტეს პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტს ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს.


კანონის ცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმოქმნილ პრობლემას ასახელებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონი ერთი კომპანიისთვის, „კავკასუს ონლაინისთვის“ შეცვალეს, თუმცა ცვლილებების წინააღმდეგი იყო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ყველა ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ცვლილებები გაიტანა და პარლამენტმა ცხარე დებატების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღო.


პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები საზაფხულო სესიის მიწურულს, არდადეგებამდე ბოლო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღო. ერთი კვირის განმავლობაში მოესწრო განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში და 3 მოსმენით კენჭისყრა. რამდენიმე დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ ცვლილებებს ისე განიხილავდნენ, ტექსტი დარიგებულიც კი არ იყო.


საქართველოს პარლამენტში მიღებულმა ამ კანონმა, რომელსაც კონსტიტუციონალისტები ბიზნესისთვის დამაზიანებლად და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ, აჟიოტაჟი გამოიწვია საერთაშორისო დონეზე.


დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა  ვენდი მორტონმა საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებში პირდაპირ განაცხადა, რომ მათთვის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღებით დააკვირდება  მოვლენებს, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ გარშემო ვითარდება.


ამ განცხადების შემდეგ, „კავკასუს ონლაინის“ თემით გავლენიანი უცხოური გამოცემები დაინტერესდნენ.


რამდენიმე დღის წინ, ფრანგულ გამოცემა La Tribune-ში სტრატეგიული საბჭოს პრეზიდენტის ჟერარ ვასპერის სტატია გამოქვეყნდა სათაურით „კავშირგაბმულობის ქსელი – მსხვილი გეოპოლიტიკური დაპირისპირებები“.



გამოცემა  წერს, რომ  კომუნიკაციების კომისიის და ხელისუფლების გადაწყვეტილება არის პირდაპირი ჩარევა კერძო ბიზნესში.


ფრანგული მედიის შემდეგ საკითხით გავლენიანი ამერიკული მედია დაინტერესდა.


ამერიკული გამოცემა The National Interest საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების, კენეტ იალოვეცის, ჯონ ტეფტის და უილიამ კორტნის სტატიას აქვეყნებს:


საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიასთან ბრძოლას, მაგრამ დღეს ახალი გამოწვევების წინაშე დგას: 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად, სამართლიანად და გამჭვირვალედ და გადასალახია პოსტპანდემიური ეკონომიკური პრობლემები.


თქვენი მონა-მორჩილნი გახლდით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები საქართველოში და გვინდა მოგახსენოთ, რომ 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანამ დემოკრატიის და ეკონომიკური რეფორმების გრძელი გზა განვლო.


ჩვენთვის იმედის მომცემია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც წლის დასაწყისში საარჩევნო კანონში შევიდა, მაგრამ კარგი იქნებოდა არჩევნების მთელი  პროცესის რეფორმირება, რაც ქართველი ხალხის ნების უკეთ გამოხატვას შეუწყობდა ხელს.


არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ რუსეთი ეცდება საპარლამენტო არჩვნებში ჩარევას. ამჟამინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა უკვე ორჯერ გაგვაფრთხილა, რომ „ქართველები უნდა ელოდნენ, რუსეთის მხრიდან არჩევნებში უხეშ ჩარევას“ და ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა „გრძელვადიანი სქემა, რომელსაც რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებით და სხვა საშუალებებით დიდი ხანია ახორციელებს“.


დასავლეთში უკვე ბევრს აღელვებს საქართველოს ხელისუფლების რეფორმების კურსი... ამის ნათელი მაგალითი იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთვის დახმარების თანხების 15%-ით შემცირების საკითხის დაყენება. ეს იყო გაფრთხილება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეტი გააკეთოს კორუფციასთან ბრძოლის და ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით. სავარაუდოდ, ეს წინადადება საკანონმდებლო პროცესს ვერ გაივლის, მაგრამ ეს არის სიგნალი, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება უცხოელი ინვესტორების მიმართ მუდმივი ყურადღების ცენტრში იქნება.


ეკონომიკური სიტუაცია დამაიმედებელი არ არის. კორონა ვირუსმა მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, მშპ 5,5% ით შეიძლება დაეცეს და ეკონომიკის ზრდის ტემპი 4-5 პროცენტამდე ჩამოვიდეს. უმუშევრობა კვლავ აქილევსის ქუსლად რჩება და სიღარიბის მაჩვენემელიც კვლავ მაღალია, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში.


ბიზნეს დავების დარეგულირების არასრულფასოვანი კანონმდებლობის და კანონის უზენაესობის პრობლემების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა კორუფციასთან წარმატებით ბრძოლა და ბიზნესის წარმოების გაადვილება. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველო „ბიზნესის წარმოების სიადვილის მაჩვენებლებით“ მსოფლიოში მე-7 ადგილზეა.


ცოტა ხნის წინ საქართველოში უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ ორი წითელი ალამი გაჩნდა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და „კავკასუს ონლაინის“ საქმე.


ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის განხორციელების სურვილი მსხვილ საერთაშორისო ინვესტორს აქვს, გულისხმობს „ციფრული აბრეშუმის გზას“, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, შავი ზღვის და კავკასიის გავლით, ევროპას და ცენტრალურ აზიას ერთმანეთთან დააკავშირებს.


საერთაშორისო კონსორციუმმა ქართული ტელესაკომუნიკაციო კომპანიის აქციების 49% შეიძინა, რომ პროექტის განსახორციელებლად საჭირო აქტივები მიეღო. საქართველოს ხელისუფლება, კომუნიკაციის შესახებ კანონში  ცვლილებების გზით, ცდილობს უკვე გაფირმებული გარიგება გააუქმოს და უარესი, დააყადაღოს კომპანიის აქტივები.


არის რისკი, რომ კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლოს. შესაძლოა, ამ მოვლენებმა პოტენციური უცხოური ინვესტიციები შეაჩეროს და შეაშინოს ინვესტორები. გააზრებულმა შეთანხმებამ ეს რისკები უნდა შეაჩეროს.


სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ რამდენიმე ომს და სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარების და ეკონომიკური ზრდის სერიოზულ გამოწვევებს გაუძლო. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ქვეყანა მიმდინარე გამოწვევებსაც გაუძლებს.

 

კენეტ იალოვეცი - უილსონის ცენტრის მეცნიერი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში.

ჯონ ტეფტი - კორპორაცია RAND-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ლიტვაში, უკრაინასა და რუსეთში.

უილიამ კორტნი - კორპორაცია RAND-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, აშს-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყაზახეთში.

 

(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up