აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე - საჭიროა, წინ აღვუდგეთ ისეთ დიქტატორებს, როგორიც პუტინია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე - საჭიროა, წინ აღვუდგეთ ისეთ დიქტატორებს, როგორიც პუტინია

access_time2019-12-05 12:00:33

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 339 ხმით, 71 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კონგრესმენი ალბიო საირესის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც გულისხმობს რუსეთის „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში არდაშვებას, მანამდე, ვიდრე იგი პატივს არ სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების ერთგული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„აშშ-ის პოლიტიკაა, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ჯგუფში მონაწილეობა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი პატივს სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და ერთგული იქნება თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტებთან, რასაც „დიდი რვიანის“ ჯგუფის სხვა წევრი სახელმწიფოები ახორციელებენ”, - ნათქვამია რეზოლუციაში.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაიკლ მაქკოლმა ზემოხსენებული რეზოლუციის დამტკიცების თაობაზე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების დაუშვებლობის თაობაზე, რაც მისი განმარტებით, ეწინააღმდეგება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ჯგუფის ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას მსოფლიოში.

 

„პუტინის ხელმძღვანელობით, რუსეთი შეიჭრა და უკრაინისა და საქართველოს ნაწილის ოკუპაცია მოახდინა; მოკლა პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ; გააძლიერა ასადისა (სირიაში) და მადუროს (ვენესუელაში) კორუმპირებული რეჟიმები. პუტინმა ასევე, აშშ-სა და ჩვენი(აშშ-ის) მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერ-ომი და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა; ჩაერია ჩვენს(აშშ-ის) არჩევნებში; წყალქვეშა საომარი შესაძლებლობების მქონე გემებით განახორციელა ჩვენი(აშშ-ის) სანაპიროების ჯაშუშობა. პუტინის ხელმძღვანელობის პირობებში, მსოფლიო უფრო საშიში გახდა, მისი ხალხის თავისუფლება შემცირდა და სიღარიბე გაიზარდა. ჩვენ (აშშ) საჭიროა წინ აღვუდგეთ ისეთ დიქტატორებს, როგორიც პუტინია. ეს არ არის„რესპუბლიკური“ თუ „დემოკრატიული“ საკითხი, ეს ამერიკული საკითხია, წინ აღვუდგეთ მტრულ მოწინააღმდეგეს - ბატონ პუტინს, რუსეთის ფედერაციას”, - აღნიშნა მაქკოლმა პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.


 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე ზემოხსენებული რეზოლუციის თაობაზე გამართული დებატების ფარგლებში გამოსვლისას, აშშ-ის კონგრესმენმა კრის სმითმა განაცხადა, რომ „ათწლეულზე მეტია, რაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპირება, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს“.

 

„ბატონო სპიკერო, მე ვიყავი თბილისში, პუტინის მიერ სამხრეთ ოსეთში შეჭრიდან ერთი კვირის თავზე, როდესაც მოსალოდნელი იყო იგი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის მიმართულებით თბილისისკენ დაძრულიყო. მე ჩემი თვალით ვნახე იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, დაღუპულები, დაჭრილიხალხი. საბჭოთა კავშირის წარსული დღეების განმეორება მოხდა ვლადიმერ პუტინის მიერ. პუტინმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ეს მან გააკეთა დაუსჯელობით, მისი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა დ ადემოკრატიული საზოგადოების სტანდარტების უარყოფით. ამ შეჭრებმა და ოკუპაციამ განაპირობა ათასობით ეთნიკური უკრაინელი და ქართველის იძულებით ადგილმონაცვლეობა. შედეგად მივიღეთ ამ ორი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევები. უფრო მეტიც, რუსეთი ერევა აშშ-ისა და ევროპაში ჩვენი მოკავშირეების დემოკრატიულ არჩევნებში, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა პუტინის სრული უპატივცემულობა იმ ფასეულობებისა და რწმენისადმი, რომელსაც „დიდიშვიდეულის“ სხვა წევრი სახელმწიფოები იზიარებენ”, - განაცხადა კრის სმითმა.

 

აშშ-ის კონგრესმენის, ალბიო საირესის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მხარს არ უჭერს რუსეთის „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში დაბრუნებას, რადგან იგი განაგრძობს აშშ-ზე, მის პარტნიორებსა და მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას.


IPN




„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...


მსგავსი სიახლეები

up