აშშ-ის უნივერსიტეტები ნაციონალიზმის ტალღის წინაშე აღმოჩნდნენ

აშშ-ის უნივერსიტეტები ნაციონალიზმის ტალღის წინაშე აღმოჩნდნენ

access_time2021-11-22 19:00:15

აშშ-ის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად, თანმიმდევრულად მცირდება, ამერიკული უნივერსიტეტების ფილიალები საზღვარგარეთ ან რეორგანიზებას განიცდიან ან იხურებიან.

 


ამ ტენდენციას ძალიან მძიმე შედეგები ექნება, თანაც არა მხოლოდ განათლების და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.

 


უნივერსიტეტები ნაციონალური და უნივერსალური, გლობალური მიზნების გადაკვეთის წერტილში იმყოფებიან. ისინი ეროვნული სახელმწიფოების მშენებლობაში დიდ როლს თამაშობენ, თუმცა ამავე დროს ისინი ჭეშმარიტების ძიებისკენ სწრაფვას და ცოდნის საზღვრების მიღმა გადაადგილებას ახალისებენ.

 


მაგრამ ბოლო წლებში ჩინეთის აღზევებამ ეს რეალობა შეცვალა. 2020 წელს დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომელიც მეცნიერების გარკვეულ მიმართულებებში ჩინელი სტუდენტების და ასპირანტების მიღება აკრძალა.

 


ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს აკრძალვა ძალაში დატოვა.

 


საინტერესო ისაა, რომ დღეს ჩინეთი, რომელიც თავის სტუდენტების ამერიკის საუკეთესო სასწავლებლებში აგზავნის, ფაქტობრივად, იმეორებს იმას, რასაც თავად ამერიკელები მე-19 საუკუნეში აკეთებდნენ, როდესაც ათობით ათასმა ამერიკელმა განათლება გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო.

 


სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ ისეთივე უნივერსიტეტებში ჩამოაყალიბეს, როგორებშიც გერმანიაში სწავლობდნენ. ამერიკელების მიერ გერმანული უნივერსიტეტების ადაპტირება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 1900 წლისთვის მოძრაობა საპირისპირო მხარეზე დაიწყო - უკვე გერმანელები ჩადიოდნენ შტატებში ახალი ტექნოლოგიების გასაცნობად.


 


გერმანელები გარკვეულწილად წუხდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მძლავრი კონკურენტის აღზრდას ხელს თავად უწყობდნენ, მაგრამ ინტელექტუალურმა ცნობისმოყვარეობამ და უნივერსიტეტების თავისუფალმა სულმა პროტექციონიზმს აჯობა.

 


ორმა მსოფლიო ომმა აკადემიური თანამშრომლობა შეწყვიტა - უნივერსიტეტებმა სახელმწიფოების მხარე დაიჭირეს, ხოლო სასწავლებლების პროფესორები თავიანთ მთავრობებს ეროვნული მიზნების მიღწევაში ეხმარებოდნენ.

 


ამერიკული პროფესურა გერმანულს, გერმანული კი ამერიკულს დაუპირისპირდა, ისინი, ვინც ახალ ტენდენციებს ვერ ეგუებოდნენ - სამსახურის გარეშე რჩებოდნენ.

 


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საუნივერსიტეტო გამჭვირვალობა აღდგა და სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები გლობალური პრობლემების და გამოწვევების ერთობლივად გადაწყვეტას ცდილობენ.

 


თუმცა, გლობალური ლიდერობისთვის კონკურენციის გაძლიერებასთან ერთად, ნელა-ნელა ეს მიდგომაც იცვლება. ამერიკული უნივერსიტეტები დღეს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ და მათში იზოლაციონიზმი სულ უფრო იზრდება.

 


რა თქმა უნდა, ამ ტენდენციის გამო სხვებზე მეტად დაზარალდება ჩინეთი, რომლის მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალი ამერიკულ უნივერსიტეტებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, თუმცა, ეს ტალღა ამერიკისთვისაც უკვალოდ არ ჩაივლის - ტექნიკური პროგრესის ძირითადი წყაროა არა ფედერალური დაფინანსება, არამდე იდეების გაცვლა და საერთაშორისო თანამშრომლობა.

 


ხშირად ისმის კითხვა - შეძლებს ჩინეთი მეცნიერულ ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბებას რეპრესიული პოლიტიკის და თავისუფლების შეზღუდვის მიუხედავად?

 


თუმცა, სხვა შეკითხვის დროც მოვიდა - შეძლებენ კი ამერიკული უნივერსიტეტები მსოფლიოში პირველობის შენარჩუნებას ჩინეთის და დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირების პირობებში?

 


მნიშვნელობის და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის უნივერსიტეტები მსოფლიოსთვის ღია უნდა დარჩნენ და ეს ამერიკელებმაც უნდა გაიგონ.

 

 

 

forbes.kz

 





„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up