აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი და კრემლის პასუხი

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი და კრემლის პასუხი

access_time2016-12-28 09:53:40

მოსკოვმა მკაცრად გააკრიტიკა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისათვის, „ძირის გამომთხრელი" უწოდა პენტაგონის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც გასულ კვირაში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი. კერძოდ, თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ კანონით კვლავ იკრძალება რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა მანამ, სანამ კრემლი არ „შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიების" ოკუპაციას. ბარაკ ობამამ ქვეყნის 2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც კანონპროექტს მხარი დაუჭირა კონგრესმა, სადაც უმრავლესობაში რუსეთის მიმართ მკაცრი კურსის მომხრე რესპუბლიკელები არიან.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვრცელი კომენტარი მიუძღვნა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ქვეყნის 2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტს და თეთრი სახლი ანტირუსული ხაზის გატარებაში, გამალებულ შეიარაღებასა და სირიაში მოქმედი მეამბოხეებისათვის ეფექტური საზენიტო შეიარაღების მიწოდების მზაობაში დაადანაშაულა.


„ნაცვლად იმისა, რომ ერთობლივი ძალისხმევით აღეკვეთათ ყველა ჯურის ექსტრემისტების პარპაში, როგორც ჩვენ დიდი ხანია ვვარაუდობდით, ვაშინგტონი ფსონს აკეთებს სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე სირიის ანტისამთავრობო ფორმირებებისთვის, რომლებიც დიდად არაფრით განსხვავდებიან სისხლიანი თავზე ხელაღებულებისაგან. ამჯერად მათთვის უკვე შეიძლება იარაღის, მათ შორის, როგორც კანონშია მითითებული, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდება", - ამბობს მარია ზახაროვა 27 დეკემბერს გაკეთებულ ოფიციალურ კომენტარში და აფრთხილებს ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, რომ ე. წ. ზომიერი ოპოზიციური დაჯგუფებისათვის მიცემული შეიარაღება მალევე აღმოჩნდება ჯიჰადისტების ხელში, რაც „პირდაპირ საფრთხეს წარმომადგენს სირიაში მოქმედი რუსეთის სამხედრო-კოსმიური ძალების, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის".


ამ კონტექსტში მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, არ ერიდება „მტრული" უწოდოს ვაშინგტონის ნაბიჯს.

 

23 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი პენტაგონის 2017 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 618,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. პენტაგონის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც პრეზიდენტის ხელმოწერამდე მხარი აშშ-ის კონგრესმა დაუჭირა, აშშ-ის წინაშე ხუთი მთავარი გამოწვევა სახელდება: რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, ირანი და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“.

 

ბიუჯეტის კანონის თანახმად, პენტაგონს ეძლევა მითითება, რომ შეინარჩუნოს აკრძალვა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე მანამ, „სანამ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას", არ შეასრულებს „მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს" და „არ შეწყვეტს ისეთ აგრესიულ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქადის ნატოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს".


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა აშშ-ის ადმინისტრაციას ურჩევს თავი დაანებოს „მითიურ რუსულ აგრესიაზე" საუბარს და აღიაროს ყირიმელი ხალხის გადაწყვეტილება რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ, რაც წარმოადგენდა „კიევში სამი წლის წინ მომხდარი იმ სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირ შედეგს", რომლის იდეოლოგი და კურატორი „აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია" გახლდათ.

 

„მთლიანობაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ, ბიუჯეტის კანონის მიღებით ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, რომელიც ამ პოსტზე ბოლო დღეებს ითვლის, ცდილობს ძირი გამოუთხაროს დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციას, გაურთულოს მას საერთაშორისო არენაზე საქმიანობის წარმართვა, მათ შორის, თავს მოახვიოს ანტირუსული კურსი", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, განცხადებაში, რომელშიც გამოთქმულია რწმენა, რომ თეთრი სახლის მომავალი ადმინისტრაცია უფრო ბრძნულად მოიქცევა.

 

თუმცა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ რუსეთის მიმართ სანქციების შერბილებას არ ელის ცნობილი ამერიკელი სენატორი, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინი. 27 დეკემბერს ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ვინც არ უნდა იყოს აშშ-ის პრეზიდენტი, ის „მძლავრ და გადამჭრელ პასუხს გასცემს რუსეთის იმ ნაბიჯს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის გაყოფისა და რეგიონის სხვა ქვეყნების დაშინებისაკენ არის მიმართული".

 

„რადიო თავისუფლება“



ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
„მთავრობა დღეიდან და მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მშნივნელოვანი დარტყმა მიაყენა. „სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველპმენტი და...

ეროვნული ბანკი ლარში უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი ლარში  უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას  პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს
access_time2020-05-27 13:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. BM.ge-ის ერთ-ერთი კითხვა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას შეეხებოდა, რომელიც მთავრობას ოფიაციალურად არ გაუჟღერებია, მაგრამ სამშენებლო კომპანიების ნაწილი და საბანკო ასოციაცია ადასტურებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეს პროექტი მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობს გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით...

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...


მსგავსი სიახლეები

up