აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, სისხლის პლაზმით, კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობის ნებართვა გასცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ასეთი მკურნალობის მეთოდი სიკვდილიანობას 35%-ით შეამცირებს. აშშ-ში, გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმით უკვე 70 000-ზე მეტ ადამიანს უმკურნალეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.