აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ

აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ

access_time2021-06-23 17:50:00

აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ და ადასტურებს სენატის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი.


კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეზოლუციის პროექტი სენატორ რონ ჯონსონის მიერაა ინიცირებული. მას მხარს უჭერენ სენატორები: ჯინ შაჰინი, ჯეიმს რიში, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.


რეზოლუციის პროექტში ვკითხულობთ:


1. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს, მთლიანად შეასრულონ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენლი კომპრომისი.


2. მოვუწოდებთ ყველა არჩეულ პარლამენტარს დაიკავონ ადგილი პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა დაყოვნების გარეშე იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, მათ შორის „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგები, დასუსტებული ეკონომიკა და გამოწვევებით აღსავსე რეგიონული დინამიკა.



3. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც ყველა მხარესთან ინკლუზიური და გამჭვირვალე საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში იყო შემუშავებული, რათა უზრუნველყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც არ მოემსახურება პოლიტიკურ და პარტიულ მიზნებს, მათ შორის ვენეციის კომისიისა და სხვა ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიღებითა და ამოქმედების გზით.


4. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაატაროს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები, რაც გადაჭრის პოლიტიკური ჩიხის მიზეზებს და თავიდან იქნება აცილებული ასეთი კრიზისის ხელახლა წარმოშობა, მათ შორის ეუთო-სა და ოდირის რეკომენდაციების სრულად მიღებისა და ამოქმედების გზით.


5. ვაღიარებთ, რომ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში გამწვავდა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით, რომელიც მიმართული იყო ქაოსის გავრცელებისკენ საქართველოში, მათ შორის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.


6. გამოვხატავთ შეშფოთებას, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცების გზაზე არსებული დაბრკოლებები შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების მიღწევასა და ეკონომიკის გაძლიერებაში, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე გარკვეული პირობების დაწესება.


7. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო მტკიცე დემოკრატიას საქართველოში, სადაც მმართველი ინსტიტუტები აჩვენებენ მდგრადობას, დაცულია ანგარიშვალდებულება და ბალანსი, გამჭვირვალობა, აქვთ შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთისა და სხვა მავნე ზეგავლენებს და შეუძლიათ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მიღწევა.


1tv.ge


თეგები:
რეზოლუცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up